თანამშრომლები

იაგო კაჭკაჭიშვილი

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე

ექსპერტ-ანალიტიკოსი

სოციოლოგიის პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. როგორც მეცნიერი, ის მუშაობს აკადემიური და ემპირიული კვლევების მიმართულებით. თსუ-ში ი. კაჭკაჭიშვილი უძღვება მოდერნული და პოსტმოდერნული სოციალური თეორიების კურსებს, აგრეთვე, ასწავლის სოციალური კვლევის მეთოდების კურსს. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ფარგლებში იგი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს - როგორც კვლევითს, ისე საგანმანათლებლოს. კვლევითი პროექტები ეხება ბევრ სფეროს: დემოკრატიის პრობლემები და პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და ეთნიკურობა, სოციალური დაცვა და ინკლუზია, დევიაცია და სოციალური წესრიგი, აივ/შიდსი, ნარკომანია და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვ. იაგო კაჭკაჭიშვილის მთავარი ფუნქცია კვლევებში, მათი ხელმძღვანელობის გარდა, მოიცავს კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარები, სადისკუსიო გეგმები და სხვ.) დიზაინს და მონაცემთა ანალიზს. მას აქვს, აგრეთვე, ფოკუს-ჯგუფების მოდერაციის და ჩაღრმავებული ინტერვიუების სხვადასხვა სახეების ჩატარების მდიდარი გამოცდილება. იაგო კაჭკაჭიშვილი არის თანარედაქტორი საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალისა „სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა გარდამავალ პერიოდში“, რომელიც იბეჭდება ინგლისურ ენაზე. იაგო კაჭკაჭიშვილი არის 6 წიგნის და 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი (თანაავტორი), რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მამუკა ნადარეიშვილი

ორგანიზაციის გამგეობის წევრი

სტატისტიკოსი

აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი და პროფესორის წოდება ფიზიკა-მათემატიკის სფეროში. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მამუკა ნადარეიშვილი მუშაობს როგორც სტატისტიკოს-ანალიტიკოსი კვლევების მონაცემთა ბაზების დაგეგმარებასა და განვითარებაში, განსაკუთრებით, შინამეურნეობების, სოფლის მეურნეობისა და სიღარიბის მონიტორინგის კვლევებში. მამუკა ნადარეიშვილი 10 წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო ინსტიტუციების კონსულტანტი სოციალური კვლევების, სტატისტიკის, სიღარიბისა და სოციალური მოწყვლადობის მიმართულებით. საქართველოს გარდა მამუკა ნადარეიშვილი მუშაობდა ექვს ქვეყანაში, როგორც სოციალური დაცვის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრატეგიული პროგრამების ძირითადი ექსპერტი/კონსულტანტი, მსოფლიო ბანკის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანზაციების ეგიდით. ის ავტორია თხუთმეტამდე პუბლიკაციისა და ათზე მეტი სამეცნირო ნაშრომის სტატისტიკის სხვადასხვა ფუნდამენტურ თემაზე. 2011 წლიდან არის საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის პრეზიდენტი. 2011 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მამუკა ნადარეიშვილი „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ მჭიდროდ თანამშრომლობდა ინსტიტუტის დაარსების დღიდან, ხოლო 2011 წელს გახდა ინსტიტუტის გამგეობის წევრი.


გიორგი (გაგა) ნიჟარაძე

ორგანიზაციის გამგეობის წევრი

ექსპერტ-ანალიტიკოსი

აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში. 1980 წლიდან გიორგი ნიჟარაძე ნიჟარაძე მუშაობს სხვადასხვა კვლევით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტში უფროს მკვლევარად, კვლევითი ლაბორატორიის გამგედ, კვლევითი ჯგუფის უფროსად, კვლევის კოორდინატორად, პროფესორად. გიორგი ნიჟარაძე ჩართული იყო არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც იკვლევდა გარდამავალი საზოგადოებების კულტურულ და კროსკულტურულ თავისებურებებს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დინამიკასა და სოციო-კულტურული კონტექსტების თავისენურებებს. არის არაერთი პროფესიული ასოციაციის წევრი. გაგა ნიჟარაძე არის სამოცამდე სამეცნიერო შრომის ავტორი. ამჟამად ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. გიორგი ნიჟარაძე მჭიდროდ თანამშრომლობს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ დაარსებიდან დღემდე, ხოლო 2011 წელს გახდა ინსტიტუტის გამგეობის წევრი.

ლალი სუთიაშვილი

ორგანიზაციის გამგეობის წევრი

პროექტების მენეჯერი

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1993–97 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის მერიაში, სოციოლოგიური კვლევების მენეჯერად. 1997–2003 წლებში მუშაობდა კომპიუტერული სასწავლო ცენტრ „გამას“ დირექტორად. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს პროექტების მენეჯერად „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“. ლალი სუთიაშვილის საქმიანობა მოიცავს ადმინისტრაციული საკითხების მენეჯმენტს, პროექტის მიმდინარეობის კოორდინაციას, სხვადასხვა დავალების სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის დელეგირებასა და განახლებას, პროექტების სხვადასხვა ეტაპის დროულად განხორციელებას. ლალი სუთიაშვილი უკანასკნელი 14 წლის მანძილზე იყო 60–მდე სხვადასხვა მიმართულების(პროფილის) პროექტის კოორდინატორი.

ბელა რეხვიაშვილი

ორგანიზაციის გამგეობის წევრი

სტატისტიკოსი

1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სტატისტიკის სპეციალობით. 1988 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიაში გამოთვლითი ცენტრის საგეგმო განყოფილებაში სტატისტიკოსად. 1995 წლიდან 2004 წლამდე ის მუშაობდა შპს „თბილსისტემოტექნიკა“-ში საბუღალტრო-საგეგმო განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1997 - 2005 წლებში ბელა რეხვიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: კომპიუტერულ ცენტრ „გამაში“ ასწავლიდა კომპიუტერულ პროგრამებს. 2001 წლიდან ბელა რეხვიაშვილი მუშაობს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“ მთავარ სტატისტიკოსად. მისი ფუნქციები მოიცავს რაოდენობრივი კვლევის შერჩევის დიზაინის შემუშავებას, მონაცემთა ბაზის შექმნას, მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას და საპრეზენტაციო გრაფიკული გამოსახულებების შექმნას. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ბელა რეხვიაშვილი მონაწილეობდა 100–მდე კვლევით პროექტში.

ოსიკო (ოჩი) კოცელიძე

პროექტების კოორდინატორი/ანალიტიკოსი

2007 წელს დაამთვრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის წოდება სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2012 წლამდე სხვადასასხვა კერძო ორგანიზაციაში მუშაობდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. 2012 წლის თებერვლიდან ოსიკო კონცელიძე მუშაობს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“ პროექტების კოორდინატორის თანამდებობაზე. 2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ოსიკო კონცელიძის ძირითად მოვალებებში შედის კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების მართვა, ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარება, საველე სამუშაოების მონიტორინგი, კვლევის ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და სხვა აქტივობების შესრულება.

გიორგი ლოლაშვილი

ექსპერტ–ანალიტიკოსი

გიორგი ლოლაშვილმა 2014 წელს დაამთავრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ძირითადი სპეციალობით – სოციოლოგია (მეორადი - ჟურნალისტიკა) და მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. 2016 წელს წაჩინებით დაასრულა თსუ-ის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. გიორგი ლოლაშვილი „სოციალური კვლევისა ანალიზის ინსტიტუტში“ მკვლევრად მუშაობს 2015 წლიდან. მისი ძირითადი ფუნქციებია: კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარი, გაიდლაინი) შემუშავება, ჯგუფური დისკუსიების მოდერაცია, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი. გიორგის ძირითად ინტერესებს წარმოადგენს სოციალური უთანასწორობის საკითხები, პოლიტიკური და კულტურული დისკურსების კვლევა, პოსტსტრუქტურალისტური თეორიები და მათი გამოყენება სოციალურ კვლევაში.


ნინო ესებუა

ექსპერტ - ანალიტიკოსი

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების დოქტორანტი. მიღებული აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში. მისი საკვალიფიკაციო თემა ეხება შიდა მიგრაციის (კერძოდ, სოფლებდან ურბანულ ცენტრებში) პრობლემების შესწავლას, ასევე, დაინტერესებულია მოწყვლადი ჯგუფების ადაპტაციისა და სოციალიზაციის საკითხებით. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“ მუშაობს 2017 წლის სექტემბრიდან.

თამუნა მანგოშვილი

ფინანსური მენეჯერი

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება. 2007 წლიდან თამარ მანგოშვილი მუშაობს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“, ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. მისი ძირითადი ფუნქციებია საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული დამუშავება, პროექტების ბიუჯეტის კონტროლი, გადარიცხვების წარმოება, ფულადი ნაკადების მოძრაობის კონტროლი, საგადასახადო დეკლარირება, ფინანსური ანგარიშების მომზადება. 2007 წლიდან დღემდე თამარ მანგოშვილი არის „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“ შესრულებული ყველა პროექტის ფინანსური მენეჯერი.

დავით შოშიტაიშვილი

ტექნიკური მენეჯერი

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის წოდება საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის მიმართულებით. 1990–95 წლებში დავით შოშიტაიშვილი მუშაობდა სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციებზე. 2007 წლიდან დავით შოშიტაიშვილი მუშაობს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში ტექნიკურ მენეჯერად. მისი ფუნქციები მოიცავს ოფისის ტექნიკურ აღჭურვას და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, კვლევების ტექნიკური მხარეების მოგვარებას, ვებ–გვერდის დიზაინის მონიტორინგს და განახლებას, კვლევის პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. 2007 წლიდან დღემდე დავით შოშიტაიშვილი მონაწილეობდა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში.

გიორგი რამიშვილი

მომარაგების ოფიცერი

პროფესიით ინჟინერი. გიორგი რამიშვილი „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“, მომარაგების ოფიცერის პოზიციაზე, მუშაობს 2012 წლიდან.