მთავარი
კონტაქტი
სიახლეები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 ოქტ 2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმის შექმნაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი ზემოაღნიშნული საკითხის და აქტიურ მონაწილეობას იღებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაში. აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან. „ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები - მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალის მოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს შევჯერდით იმ პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდება აღნიშნული საკითხის დარეგულირება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ივენთები

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სექ 22
შავი ზღვის რეგიონის საოჯახო მედიცინის მე-5 საერთაშორისო კონგრესი

დრო: 22-25 სექტემბერი
ადგილი: სასტუმრო შერატონი ბათუმი

სიახლეები

ნოე 10
ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ბელორუსიაში იმყოფებოდა

სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ბელორუსიის სახელმწიფო
უნივერსიტეტში იმყოფებოდა...

ოქტ 14
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო

ოქტ 03
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში “ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა.

ოქტ 03
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 29 სექტემბრიდან  1 ოქტომბრამდე  ბათუმში, სასტუმრო შერატონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“.

სექ 28
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება.