(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
რაოდენობრივი კვლევითი პროექტის ფარგლებში სულ ჩატარდა ექვსი გამოკითხვა. თითოეულ ტალღაზე კითხვარში მოცემული საკითხები იცვლებოდა ქვეყანაში არსებული ეპიდ მდგომაფრეობის მიხედვით. კვლევამ შემდეგი ძირითადი საკითხები მოიცვა - COVID-19-ის შესახებ ინფორმირებულობა, COVID-19-ის მიმართ დამოკიდებულება, მოსახლეობის მზაობა ზომების და შეზღუდვების დასაცავად და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასება.
პირველი გამოკითხვა აპრილის თვეში ჩატარდა, ხოლო მეექვე, ანუ ბოლო - დეკემბრის თვეში. კვლევის შედეგები დაეხმარა როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებს COVID-19-ის ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომების შესამუშავებლად.
კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კოჰორტული კვლევა
კვლევის მეთოდი: სატელეფონო გამოკითხვა (საშუალო ხანგრძლივობა - 30 წთ)
კვლევის ინსტრუმენტი: სტრუქტურირებული კითხვარი
კვლევის ობიექტი: საქართველოს 11 რეგიიონის სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) მოსახლეობა
შერჩევის ზომა: 1000 რესპონდენტი (თითოეულ ტალღაში)
შერჩევის ცდომილება: მთელი შერჩევისთვის (±3,1% 95%-იანი სანდოობით); კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია რესპონდენტთა სქესის, ასაკის, ქალაქის/სოფლის მოსახლეობის მიხედვით.
ვლევის ფარგლებში მომზადდა საპრეზენტაციო ფაილები ქართულ და ინგლისურ ენებზე.