Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - UNICEF
Home
International organizations /Diplomatic missions
UNICEF
Reasons of Stigmatization of Disabled Children, 2016

Reasons of Stigmatization of Disabled Children, 2016

13 May 2016

გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანლიზის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო შშმ ბავშვთა მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული სტიგმების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. კვლევის ამოცანებს შეადგენდა პასუხის გაცემა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • სტიგმატიზაციის შინაარსი (რას გულისხმობს შშმ ბავშვის სტიმატიზაცია);
  • სტიგმატიზაციის სოციალური ველები/ინსტიტუტები;
  • სტიგმატიზაციის აქტორები: ინდივიდები ან ჯგუფები, რომლებიც სტიგმას ატარებენ ან სტიგმატიზაციას ხელს უწყობენ;
  • სტიგმატიზაციის ვარიაცია შეზღუდულობის ტიპების მიხედვით;
  • სტიგმატიზაციის მიზეზები;
  • სტიგმატიზაციის სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები;
  • სტიგმატიზაციის დაძლევის სტრატეგიები (ანტისტიგმატიზაციის სახელმწიფო პოლიტიკა და სამოქალაქო აქტივობები);

განხორციელდა თვისებრივი კვლევა ფოკუს ჯგუფების და ჩაღრმავებული ექსპერტული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 3 ექსპერტული ინტერვიუ და 15 ფოკუს ჯგუფი. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა ექსპერტებთან. ფოკუს ჯგუფებისთვის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ კომუნიკაციის უნარის მქონე ბავშვები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ; მშობლები, რომლებიც ზრდიან შშმ ბავშვებს; მშობლები, რომლებსაც ჰყავთ არა შშმ ბავშვები; ექიმები/ფსიქოლოგები/ოკუპაციური თერაპევტები, რომლებსაც შშმ ბავშვებთან მუშაობის პროფესიული გამოცდილება აქვთ.

ფოკუს ჯგუფები ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში - თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ბათუმში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ანალიტიკური ანგარიში.