(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა", გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის დაკვეთით განახორციელა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი იყო სასოფლო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის საჭიროებების შესწავლა.
კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგრიცაა სოციალური გარემო, ძირითადი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობის მიმართ ინტერესი და სხვა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის - თეთრიწყაროს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახალქალაქის, ბორჯომის, ყაზბეგის, ქედისა და ხულოს მოსახლეობა და მეწარმეები. ჯამში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის მეშვეობით გამოიკითხა 4 740 რესპონდენტი, აქედან 3 922 მოსახლეობა, ხოლო 818 მეწარმე.
კვლევის ინსტრუმენტი იყო სტანდარტიზებული კითხვარი, რომელიც მოიცავდა დახურულ, ღია და ნახევრად დახრულ შეკითხვებს.
კვლევა ჩატარდა 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში.