(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
თვითმმართველობების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. კვლევის ფარგლებში, აგრეთვე, შეფასდა მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. კვლევის მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
ზემოაღნიშნული მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. დამატებით ჩატარდა სამაგიდე კვლევა.
სამაგიდე კვლევის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ბოლოდროინდელ მოვლენებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური კონტექსტი გაანალიზდა.
ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მიმდინარე პროექტის - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2“-ის სამიზნე რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, ქვემო ქართლი. თვისებრივი კვლევისთვის დამატებით რეგიონად განისაზღვრა თბილისიც, რათა დედაქალაქის დონეზეც შეგვესწავლა ის სპეციფიკები, რომლებიც თან ახლავს მოსახლეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას. სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდა 9 ფოკუს-ჯგუფი. რაც შეეხება სიღრმისეულ (ექსპერტულ) ინტერვიუებს, რესპონდენტებად განისაზღვრნენ სახელმწიფო რწმუნებულები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები.
კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 12 ინტერვიუ საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, ქვემო ქართლი.
რაოდენობრივი კვლევის კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის ან მეტი ასაკის პირები). კვლევამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) .რესპონდენტებმა კვლევაში მონაწილეობა პირისპირ გამოკითხვის მეთოდით მიიღეს. მათი შერჩევა განხორციელდა ალბათური შერჩევის პრინციპით, კერძოდ ორსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის მოდელით. შერჩევის მოცულობად განისაზღვრა 3400 რესპონდენტი. ამ მოცულობის შერჩევით მიღებული მონაცემები რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე, აგრეთვე სხვადასხვა ჭრილში - რეგიონი, ქალაქი/სოფელი, მაღალმთიანი/სხვა ტიპის დასახლებები, სქესი, ასაკი.