(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანლიზის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო შშმ ბავშვთა მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებული სტიგმების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. კვლევის ამოცანებს შეადგენდა პასუხის გაცემა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
განხორციელდა თვისებრივი კვლევა ფოკუს ჯგუფების და ჩაღრმავებული ექსპერტული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 3 ექსპერტული ინტერვიუ და 15 ფოკუს ჯგუფი. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა ექსპერტებთან. ფოკუს ჯგუფებისთვის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ კომუნიკაციის უნარის მქონე ბავშვები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ; მშობლები, რომლებიც ზრდიან შშმ ბავშვებს; მშობლები, რომლებსაც ჰყავთ არა შშმ ბავშვები; ექიმები/ფსიქოლოგები/ოკუპაციური თერაპევტები, რომლებსაც შშმ ბავშვებთან მუშაობის პროფესიული გამოცდილება აქვთ.
ფოკუს ჯგუფები ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში - თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ბათუმში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ანალიტიკური ანგარიში.