(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანს საქართველოს სოფლის მაცხოვრებელთა ტყეზე, სიღარიბეზე და სტიქიურ მოვლენებზე დამოკიდებულების დადგენა წარმოადგენდა. მოპოვებული ინფორმაცია დაეხმარება მსოფლიო ბანკს თავის უფრო გლობალური მიზნის განხორციელებაში - განსაზღვროს ურთიერთკავშირი სიღარიბესა და ტყეზე დამოკიდებულებას შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევა აგრეთვე დაეხმარება საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიმდინარე სექტორული რეფორმების განხორციელებაში.
კვლევამ მოიცვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი:
კვლევაში გამოყენებული სოფლები კლასიფიცირებულია ოთხ სტრატად (ქვეჯგუფად) მათ შესაბამის მუნიციპალიტეტებში არსებული ტყის კატეგორიებისა და სტიქიური მოვლენების სიხშირის მიხედვით.
კვლევის ნიმუში თანაბრად წარმოადგენს ყველა ზემოთ აღნიშნულ სტრატას. კვლევის გეგმით შერჩეულ ყველა სტრატაში და სოფელში შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 950 ოჯახი.