(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. რეგიონში საშუალო და მაღალი დონის განთავსების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა
კვლევის ამოცანები
განთავსების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:
კვლევის მეთოდი
განთავსებისა ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა განხორციელდა ჩართული დაკვირვების მეთოდის გამოყენებით. იდუმალი სტუმარი/კლიენტი, რომელიც სტუმრობდა განთავსების ობიექტებს, აფასებდა მათ მომსახურებას როგორც რიგითი სტუმარი, წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით.
კვლევის ინსტრუმენტი - ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი, დახურული და ღია შეკითხვებით. კითხვარი შემუშავდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ და შეთანხმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან.
კვლევის არეალი - კვლევის არეალს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონი (როგორც ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული, ისე მაღალმთიან აჭარაში მოქმედი განთავსების ობიექტები)
შერჩევა
შესამოწმებელი განთავსებისა და კვების ობიექტების სია მოგვაწოდა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა.
კვლევის ფარგლებში სულ შეფასდა:
დამკვირვებელი/იდუმალი სტუმარი
კვლევის განხორციელებაში ჩაერთო 8 დამკვირვებელი/იდუმალი სტუმარი, რომელთაც, კვებისა და განთავსების სფეროში, მაღალი, ან საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობები გადაეცა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს.
კვლევის განხორციელების პერიოდი
განთავსებისა ობიექტების მომსახურების ხარისხის შეფასება მოიცავდა 2018 წლის 13 აგვისტოდან - 2018 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.