Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Legal Entity of Public Law
Home
Legal Entity of Public Law
Market research - Quality survey of catering and hotel facilities (2018)

Market research - Quality survey of catering and hotel facilities (2018)

18 Nov 2018

კვლევის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. რეგიონში საშუალო და მაღალი დონის განთავსების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა

 კვლევის ამოცანები

განთავსების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • განთავსების ობიექტის საერთო ხედის შეფასება (შენობის ვიუზალური იერსახის, შენობის ადაპტირებულობის, მისაღები სივრცის მდგომარეობის და ა.შ. შეფასება);
  • განთავსების ობიექტის პერსონალის მუშაობის შეფასება (პერსონალის ჩაცმულობის, ვიზუალის, თავაზიანობის, ოპერატიულობის, ინფორმირებულობის და ა.შ შეფასება);
  • განთავსების ობიექტის ნომრის მდგომარეობის შეფასება (ნომრის სარემონტო, საინტარული, ხმაურის და  ა.შ. მდგომარეობის შეფასება);
  • განთავსების ობიექტის საუზმის მომსახურების შეფასება (კერძების ასორტიმენტის, საკმარისობის, გემოს და ა.შ. შეფასება);
  • განთავსების ობიექტის დამატებითი მომსახურებების შეფასება;
  • იდუმალი სტუმრის/კლიენტის ემოციური შთაბეჭდილებების იდენტიფიცირება განთავსების ობიექტში ყოფნისას (მომავალში განთავსების ობიექტით სარგებლბოის სურვილის, დაცულობის, სასტუმროს არჩევით კმაყოფილების და ა.შ. შეფასება) 

კვლევის მეთოდი

განთავსებისა ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა განხორციელდა ჩართული დაკვირვების მეთოდის გამოყენებით. იდუმალი სტუმარი/კლიენტი, რომელიც სტუმრობდა განთავსების ობიექტებს, აფასებდა მათ მომსახურებას როგორც რიგითი სტუმარი, წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით.

კვლევის ინსტრუმენტი - ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი, დახურული და ღია შეკითხვებით. კითხვარი შემუშავდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ და შეთანხმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან.

კვლევის არეალი - კვლევის არეალს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონი (როგორც ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული, ისე მაღალმთიან აჭარაში მოქმედი განთავსების ობიექტები)

შერჩევა

შესამოწმებელი განთავსებისა და კვების ობიექტების სია მოგვაწოდა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა.

კვლევის ფარგლებში სულ შეფასდა:

  • 105 საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს მომსახურების ხარისხი

 დამკვირვებელი/იდუმალი სტუმარი

კვლევის განხორციელებაში  ჩაერთო 8 დამკვირვებელი/იდუმალი სტუმარი, რომელთაც, კვებისა და განთავსების სფეროში, მაღალი, ან საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობები გადაეცა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს.

კვლევის განხორციელების პერიოდი

განთავსებისა ობიექტების მომსახურების ხარისხის შეფასება მოიცავდა  2018 წლის 13 აგვისტოდან - 2018 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.