Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Public Service Development Agency (PSDA)
Home
Legal Entity of Public Law
Public Service Development Agency (PSDA)
A study of the needs and experiences of migrants returning to Georgia, 2020

A study of the needs and experiences of migrants returning to Georgia, 2020

17 Jul 2020

კვლევამ მოიცვა შემდეგი შესასწავლი საკითხები: 1. დაბრუნებულ მიგრანტთა საზღვარგარეთ ყოფნის (როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური სტატუსით) გამოცდილება, 2. იმ ფაქტორების გამოვლენა, რაც სამშობლოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას უწყობს ხელს; 3.საქართველოში დაბრუნების შემდგომ დაბრუნებულ მიგრანტთა გამოცდილება და 4. ყოფილი ლეგალური და არალეგალური მიგრანტების საჭიროებები. აგრეთვე, კვლევის შედეგების მიხედვით მომზადდა რეკომენდაციები პროფილური სახელმწიფო უწყებებისთვის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები: სამაგიდე კვლეევა. სიღრმისეიული (ექსპერტული) ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფი.

სამაგიდე კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა დაბრუნებულ მიგრანტებზე არსებული კვლევების და პოლიტიკის დოკუმენტები; 

სიღრმისეული (ექსპერტული) ინტერვიუს ფარგლებში 6 ინტერვიუ ჩატარდა გამოცდილ ექსპერტებთან, რომლებიც იმ პროფილური სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ვისაც სარეინტეგრაციო პროგრამების განხორციელების გამოცდილება აქვთ.

ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად მყოფმა დაბრუნებულმა მიგრანტებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო სამი წლის (2017-2019 წწ.) განმავლობაში დაბრუნდნენ და ასევე, რომლებსაც ჰქონდათ საზღვარგარეთ ყოფნის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება. კვლევის ფარგლებში სულ 18 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა და მოიცვა საქართველოს 6 რეგიონი (იმერეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი და რუსთავი).

კვლევის საფუძველზე მომზადდა ანალიტიკური ანგარიში ქართულ ენაზე.