Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Ministry of Education and Science (MES)
Home
Legal Entity of Public Law
Ministry of Education and Science (MES)
Study of the Socio-Economic Situation of Students of Georgian Higher Education Institutions and Their Living Conditions (International Study - EUROSTUDENT VII) 2019-2021

Study of the Socio-Economic Situation of Students of Georgian Higher Education Institutions and Their Living Conditions (International Study - EUROSTUDENT VII) 2019-2021

12 Jun 2021

„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებს და სწავლის თავისებურებებს.

აღნიშნული კვლევის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და ხორციელდება ევროპის კონტინენტის ოცზე მეტ ქვეყანაში. საქართველო ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას პირველად  2014 წელს შეუერთდა პილოტური ქვეყნის სტატუსით. მიმდინარე კვლევა საქართველოსთვის  რიგით მესამეა (2019-2021).

ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას კოორდინირებას უწევს ევროსტუდენტის კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების კვლევისა და მეცნიერების შესწავლის ცენტრი (DZHW) (იხ. www.eurostudent.eu).

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა გამოკითხვას ახორციელებს კვლევითი ორგანიზაცია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, რომლებიც სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე.

კვლევა ტარდება რაოდენობრივი კვლევის მეთოდის - ანკეტირების – გამოყენებით, ძირითადად ელექტრონულ (ონლაინ) რეჟიმში. ონლაინ გამოკითხვისთვის მოხდა ონლაინ გამოკითხვის პროგრამირება და შემუშავდა კვლევისთვის სტუდენტთან ინდივიდუალური წვდომის მოდელი. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 7 676 მოქმედი სტუდენტი.