(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, უკვე მეორედ, ახორციელებს საერთაშორისო კვლევას - “ევროსტუდენტი - VIII”. კვლევა შეისწავლის ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებსა და სწავლის თავისებურებებს.
აღნიშნული კვლევის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და ევროპის კონტინენტის 25-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას პირველად 2014 წელს შეუერთდა პილოტური ქვეყნის სტატუსით. მიმდინარე კვლევა საქართველოსთვის რიგით მეოთხეა. ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას კოორდინირებას უწევს ევროსტუდენტის კონსორციუმი - www.eurostudent.eu.
კვლევის ფარგლებში შეისწავლება სტუდენტების:
კვლევაში გამოიკითხებიან აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, რომლებიც სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე. გამოკითხვა ტარდება 2021-22 წლის საგაზაფხულო სემესტრში. ელექტრონულ (ონლაინ) კითხვარს სტუდენტები ელექტრონულად, უნივერსიტეტის პორტალზე, და/ან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია 4631 სტუდენტის გამოკითხვა.