(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, საქართველოში მოქმედ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაართულობით მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომლის მიზანი იყო 2003 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ცხოვრების პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის პრაქტიკების გამოვლენა; ასევე, – პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზნისა და კონტექსტის შესწავლა.
კვლევის ძირითადი ამოცანები იყო:
კვლევის გენერალური ერთობლიობა: ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები.
გამოკვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა.
კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ.
კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი.
შერჩევის მოცულობა: 1199 რესპონდენტი, მათგან 598 ამჟამინდელი პატიმარია, ხოლო 601 - ყოფილი პატიმარი.
შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა.
კვლევის საწყის ეტაპზე შედგა შერჩევის სქემა, რომელიც მოიცავდა რესპონდენტების განაწილებას სხვადასხვა პრინციპის მიხედვით: ყოფილი პატიმრების შემთხვევაში გეოგრაფიული ერთეულების, ხოლო ამჟამინდელი პატიმრების შემთხვევაში – სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მიხედვით.