Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Open Society Georgia Foundation
Home
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity
Open Society Georgia Foundation
Research of torture and inhuman treatment practices in the penitentiary system of Georgia, 2014

Research of torture and inhuman treatment practices in the penitentiary system of Georgia, 2014

14 Mar 2014

ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, საქართველოში მოქმედ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაართულობით მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომლის მიზანი იყო 2003 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ცხოვრების პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის პრაქტიკების გამოვლენა; ასევე, – პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზნისა და კონტექსტის შესწავლა.

კვლევის ძირითადი ამოცანები იყო:

  • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ინტენსივობის გამოვლენა;
  • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოვლენა;
  • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზნების დადგენა;
  • იმ ინსტიტუტების და სტატუსების გამოვლენა, რომლებიც ჩართულმი იყვნენ პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში;
  • სხვადასხვა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების შეფასება, მათში პატიმართა წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტების პრაქტიკების ინტენსივობისა და ხასიათის თვალსაზრისით;
  • სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გავრცელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ყოფილ და ამჟამინდელ პატიმართა მონათხრობების შედარება

კვლევის გენერალური ერთობლიობა: ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები.

გამოკვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა.

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ.

კვლევის ინსტრუმენტი: კითხვარი.

შერჩევის მოცულობა: 1199 რესპონდენტი, მათგან 598 ამჟამინდელი პატიმარია, ხოლო 601 - ყოფილი პატიმარი.

შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა.

კვლევის საწყის ეტაპზე შედგა შერჩევის სქემა, რომელიც მოიცავდა რესპონდენტების განაწილებას სხვადასხვა პრინციპის მიხედვით: ყოფილი პატიმრების შემთხვევაში გეოგრაფიული ერთეულების, ხოლო ამჟამინდელი პატიმრების შემთხვევაში – სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მიხედვით.