(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანს წარმოადგენდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან დაკავშირებით მასწავლებელთა წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების გამოვლენა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყო შემდეგი ამოცანები:
კვლევის მიზნისა და ამოცანების შესასწავლად გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები, კერძოდ ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა თელავისა და გორის მუნიციპალიტეტში (მათ შორის სოფლებში) არსებული სკოლების სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. სამიზნე ადგილმდებარეობები განისაზღვრა, ერთი მხრივ, სასაზღვრო ზოლთან სიახლოვით (გორის შემთხვევა), ხოლო, მეორე მხრივ, ეთნიკური/რელიგიური მრავალფეროვნებით (თელავის შემთხვევა). სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 სიღრმისეული ინტერვიუ და 8 ფოკუს-ჯგუფი.