2019-02-03
თამბაქოს მოხმარების მიმართ მოსახლეობის განწყობების კვლევა, 2018-2019

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო - კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის დაკვეთით ჩაატარა რაოდენობრივი პანელური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის გამოცდილებისა და დამოკიდებულებების კვლევა თამბაქოს მოხმარებასთან და არალეგალურ/კონტრაბანდულ სიგარეტებთან დაკავშირებით.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (18+ ასაკის). კერძოდ, გამოიკითხა ქალაქ თბილისისა და ქუთაისის  და ასევე, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.