(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
ა(ა)იპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ახორციელებს სეზონურ სკოლას – „სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდების“ შესახებ.
სეზონური სკოლა ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2019 წლის 2–7 სექტემბერს.
სეზონური სკოლა მოემსახურება 35 მსმენელს (15–მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტი, 15–მდე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი, მათ შორის, რეგიონებიდან და მინიმუმ 5 პროფესორ–მასწავლებელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან).
სეზონური სკოლის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
მოწვეული ლექტორების სია იხილეთ აქ.
სეზონური სკოლის პროგრამა იხილეთ აქ.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველმა სოციალურმა მუშაკმა სააპლიკაციო ფორმას უნდა დაურთოს:
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველმა სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმას უნდა დაურთოს:
შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინლგისურ ენას საშუალო (B2) დონეზე მაინც.
შენიშვნა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების შერჩევა მოხდება მიზნობრივად. აღსანიშანვია, რომ 2011 წელს, ევრკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა სოციალური მუშობის განათლების ინსტიტუციონალიზაცია, სერტიფიცირების პროგრამის სახით. რომლის ფარგლებში წელიწად ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად გადამზადდა ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რათა მათ შეძლებოდათ სასერტიფიკატო კურსების გაძღოლა. სულ გადამზადდა ბათუმის უნივერსიტეტის 8 პროფესორ–მასწავლებელი. სწორედ აღნიშნული 8 პროფესორ-მასწავლებელი მიზნობრივად შეირჩა სეზონური სკოლისთვის.
სეზონური სკოლის დასრულები შემდეგ, თითოეულ მონაწილეს მიეცემა დავალება, შეიმუშავოს კვლევითი პროექტის დიზაინი კვლევის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებით. გარდა ამისა, დავალება მოიცავს სოციალური მუშაობის ამა თუ იმ მომსახურების ხარისხის შეფასებას განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. აღნიშნული დავალებები მონაწილეებმა უნდა შეასრულონ სეზონური სკოლის ლექციების დასრულების შემდეგ და 2 კვირის ვადაში გამოაგზავნონ ელექტრონული სახით. მსმენელებს, რომლებიც მიიღებენ დადებით შეფასებას, გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო მსმენელებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დადებით შეფასებას, გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატი.
სეზონური სკოლის ფარგლებში, სკოლის მონაწილეებისთვის (გარდა ბათუმის და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მონაწილეებისა) გათვალისწინებულია მატარებლით მგზავრობის ხარჯი (ორი გზა) და სასტუმროში განთავსება კვებით. ასევე, ლექციების პერიოდში გათვალისწინებულია ლანჩი ყველა მონაწილისთვის.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 12 აგვისტო.
შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება 2019 წლის 20 აგვისტომდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია აქ (გადადით ბმულზე). https://forms.gle/2hXQMtYiw2ttNzRc9
შენიშვნა: გთხოვთ, აპლიკაციის შევსებისას გამოიყენოთ ქართული შრიფტი (Sylfaen)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სეზონური სკოლის - „სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდების შესახებ“ კოორდინატორს - ოსიკო (ოჩი) კონცელიძეს.
ტელ: (+995) 598 802 108
ელექტრონული ფოსტა: seasonalschoolseptember19@gmail.com