(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, შევიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამისთვის - „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობისთვის შეიმუშავა კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მოსახლეობის ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ, საშუალო ფენად, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეძლოს ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორიც არის ადეკვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილება.