(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ახორციელებს სოციოლოგიურ კვლევას, რომლის მიზნად განისაზღვრა საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების, მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ ინფორმირებულობის, მათ მიმართ ნდობისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების გამოცდილების შესწავლა.
კვლევას ორი სამიზნე ჯგუფი ჰყავს და შესაბამისად ორი ქვემიზანი აქვს:
საქართველოს რეგიონული ცენტრების მოსახლეობის ინფორმირებულობის კვლევა
კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, კერძოდ, მასობრივი გამოკითხვა. კვლევამ მოიცვა საქართველოს ქალაქის მოსახლეობა და ჩატარდა 9 ქალაქში: თბილისი, თელავი, ახალციხე, მარნეული, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრები 18 წლის და ზემოთ ასაკის ინდივიდები.
კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1560-მა რესპონდენტმა. მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია სქესის, ასაკობრივი ჯგუფების, განათლების დონის და სხვა მახასიათებლების ჭრილში.
კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწოდებული კვლევის ინსტრუმენტით - კითხვარით, რომელიც გამოყენებული იყო ზემოთ აღნიშნულ კვლევაში („ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება საქართველოში: საზოგადოების დამოკიდებულება და ინფორმირებულობა“). რესპონდენტებისთვის შეთავაზებული კითხვარი შედგებოდა როგორც დახურული, ასევე ნახევრადსტრუქტურირებული შეკითხვებისგან და შეეხებოდა ინდივიდების ინფორმირებულობას მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ; ასევე, ინფორმაციის მიღების წყაროებს; მათ შეფასებებს; აღნიშნული მექანიზმების ნდობასა და მათ გამოყენებას.
მედიაციით და არბიტრაჟით სარგებლობის კმაყოფილების კვლევა
მედიაციის და არბიტრაჟის მომხმარებლების კმაყოფილების კვლევა ტარდება სატელეფონო გამოკითხვის მეშვეობით. როგორც უკვე აღინიშნა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან მომხმარებლები.
კვლევითი პროექტი შედგება ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი განხორციელდა 2019 წლის ოქტომბერ-დეკემებერში, ხოლო მეორე ეტაპი გახნორციელდება 2020 წლის აგვისტო -ნოემბერში.