Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
დემოკრატიზაცია, რეგიონალური კონტექსტი, ეთნიკური უმცირესობები და კონფლიქტების ტრანსფორმაცია, 2012

დემოკრატიზაცია, რეგიონალური კონტექსტი, ეთნიკური უმცირესობები და კონფლიქტების ტრანსფორმაცია, 2012

6 ივნ 2012

2011 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ განახორციელა სამთვიანი საპილოტე პროექტი, რომლის მიზანი იყო  კონფლიქტების პრევენციაზე, სამშვიდობო და განვითარების პროცესებზე მომუშავე  ადგილობრივი ექსპერტებისა და ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და ამ პროცესებში ფართო საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობის წინ წამოწევა. პროექტის საბოლოო მიზანი იყო დახმარება გაეწია სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის, აკადემიურ წრეებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ძირითად საერთაშორისო აქტორებს, მათ შორის კონსტუქციული, მდგრადი და სისტემური ურთიერთობისთვის საჭირო სტრუქტურული ჩარჩოს შექმნაში.

პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა ოთხი ქართველი ექსპერტი: მამუკა არეშიძე, გია ვოლსკი, იაგო კაჭკაჭიშვილი და გიორგი სორდია. თითოეულმა ექსპერტმა ჩამოაყალიბა ოთხი თემატური ჯგუფი, რომელთაგან თითოეულმა გააანალიზა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ერთი თემა. გასაანალიზებლად შემდეგი თემები შეირჩა: დემოკრატიზაცია და ფასეულობები, ეროვნული უმცირესობები, ნდობის აღდგენა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია და რეგიონული კონტექსტი, რომელშიც საქართველოს გამოწვევებთან გამკლავება უწევს. თემები შეირჩა მათი შედარებით ზოგადი ხასიათის გამო. ოთხივე კვლევაში ცხადად გამოიკვეთა შემდგომი კვლევებისა და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დიალოგის საჭიროება, მათ შორის საარჩევნო სისტემასა და კანონმდებლობაზე, ქართული მედიის როლსა და ეფექტურობაზე და საშინაო პოლიტიკაში პლურალიზმის თაობაზე.