(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის მიღება შემდეგ საკითხებზე - ჯანდაცვის მუშაკების ქცევის შესწავლა COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, COVID-19 ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაციების განსაზღვრა და COVID-19 მომავალი ვაქცინაციის საზოგადოებისათვის მიწოდებაზე მოსაზრებების მოსმენა.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგედნენ ექიმები, ექთნები და სპეციალისტები (იმუნოლოგები, ეპიდემიოლოგები). კვლევის ფარგლებში სულ 5 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. ფოკუს ჯგუფებისთვის სამიზნე აუდიტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიზნობრივად შეირჩა.
თვისებრივი კვლევის საფუძველზე მომზადდა ანალიტიკური ანგარიში.