(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანს წარმოადგენს COVID19 ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების პროცესში ჯანდაცვის მუშაკების მონაწილეობის მიზნით პოლიტიკების ინფორმირება; შესაბამისად, ვაქცინაციის შესახებ ჯანდაცვის მუშაკების მოლოდინების გაგება და მის საფუძველზე სამოქმედო პოლიტიკის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის მეთოდები
კვლევის მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად შესასწავლად გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, კერძოდ გამოკითხვა. კვლევის ფარგლებში რესპონდენტების ორი სამიზნე ჯგუფი გამოიყო: ა) ექიმები და ბ) ექთნები. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 11-ვე რეგიონში. კვლევის პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 2-13 აპრილი.
გამოკითხვისთვის რესპონდენტების შერჩევა განხორციელდა მიზნობრივი შერჩევის მეთოდის, კერძოდ „თოვლის გუნდის“ პრინციპის, გამოყენებით - ერთი მხრივ, ექიმებმა, ხოლო, მეორე მხრივ, ექთნებმა გააზიარეს სამიზნე ჯგუფის სხვა წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია. მსგავსმა მიდგომამ კი გამოკითხვაში მონაწილე პირების წრის გაფართოება უზრუნველყო. მიზნობრივად შერჩეული ჯანდაცვის მუშაკების განაწილდნენ საქართველოს რეგიონებში, თითოეულ რეგიონში ექიმებისა და ექთნების პროპორციების შესაბამისად.
გამოკითხვამ დაფარა, როგორც საქალაქო ისე სასოფლო დასახლებებში მომუშავე, განსხვავებული ასაკობრივ ჯგუფის ჯანდაცვის მუშაკები (ექიმები და ექთნები).
კვლევა ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. რესპონდენტები გამოიკითხნენ სტრუქტურირებული კითხვარით, რომლის შეკითხვებიც შეეხებოდა ჯანდაცვის მუშაკების კორონავირუსის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას, ვაქცინების მიმართ ნდობას, ვაქცინაციის პროცესისადმი დამოკიდებულებას, პაციენტებთან საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ვაქცინაციის შესახებ არსებულ კონსპირაციულ მოსაზრებებს და სხვ.
გამოკითხვაში სულ მონაწილეობა მიიღო 700-მა ჯანდაცვის მუშაკმა, რომლებიც ჯგუფებს შორის თანაბრად გადანაწილდა: 350 ექიმი, 350 ექთანი.