Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ევროპის საბჭო (CoE)
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
ევროპის საბჭო (CoE)
სახალხო დამცველის აპარატის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შეფასება, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მხრივ, 2021

სახალხო დამცველის აპარატის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შეფასება, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მხრივ, 2021

17 აგვ 2021

კვლევის მიზანს წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკის შეფასება თანასწორობის სფეროში ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების მიმართულებით. აღნიშნული მიზნის სრულყოფილად მისაღწევად კვლევის ფარგლებში განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

  • შეფასება იმისა, თუ რა ტიპის ინფორმაცია გროვდება (მაგალითად, ინფორმაცია სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ, პრობლემური შემთხვევები და ა.შ.) ან უნდა შეგროვდეს
  • დეტალიზებულ მონაცემთა შეგროვების, აგრეთვე, კომუნიკაციის სტრატეგიის, ინფორმაციის დამუშავებისა და გავრცელების ძირითადი მექანიზმების შეფასება
  • ინფორმაციის გაზიარებისა და გაანალიზების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო თუ სათემო ორგანიზაციების თანამშრომლობის გამოცდილების შესწავლა

მონაცემთა მოპოვების მეთოდები

კვლევის მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად შესასწავლად გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდები, კერძოდ: სამაგიდე კვლევა და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

⮚     სამაგიდე კვლევის ფარგლებში გაანალიზდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოებული შესაბამისი დოკუმენტები. კერძოდ კი, ის ინფორმაცია, რომელიც მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკას შეეხება. სამაგიდე კვლევამ მოიცვა 2019 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის დოკუმენტები / შემთხვევები:

  • სახალხო დამცველის წლიური ანგარიში
  • პუბლიკაციები / მოხსენებები (შესრულებული სახალხო დამცველის მიერ (2019-დღემდე), მომზადებული მესამე მხარის მიერ სახალხო დამცველის შესახებ
  • სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული პროექტების (2019 წლიდან დღემდე)  მონიტორინგი (შესრულებული თავად სახალხო დამცველის მიერ, აგრეთვე, მომზადებული მესამე მხარის მონაწილეობით)
  • სახალხო დამცველისთვის განცხადებით / საჩივრით მიმართვა (დისკრიმინაციის შემთხვევები)
  • სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობა სასამართლო პროცესებში მესამე პირის სტატუსით („სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება)
  • სახალხო დამცველის რეკომენდაციები სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინებით  (სქესი/გენდერი, შეზღუდული შესაძლებლობა, რელიგია, ეროვნება/მოქალაქეობა, სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა, განსხვავებული / პოლიტიკური მოსაზრება, სხვა ნიშანი)
  • სახალხო დამცველის ზოგადი წინადადებები სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინებით (სქესი/გენდერი, შეზღუდული შესაძლებლობა, რელიგია, ეროვნება/მოქალაქეობა, სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა, განსხვავებული / პოლიტიკური მოსაზრება, სხვა ნიშანი)
  • შიდა დებულებები/გაიდლაინები ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შესახებ.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატის სამოქმედო პრაქტიკა და ცალკეული შემთხვევის შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგიები შეფასდა.

⮚     კვლევის ფარგლებში ძირითად ინფორმანტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუები სამი სპეციფიკის სტრუქტურის / ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ჩატარდა:

  • სახალხო დამცველის აპარატი
  • თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები
  • სათემო ორგანიზაციები

სახალხო დამცველის აპარატიდან კვლევაში ჩაერთნენ სახალხო დამცველის მოადგილეები, აგრეთვე, სტატისტიკისა და თანასწორობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები. თანასწორობის დეპარტამენტის შემთხვევაში, დამატებით, თანამშრომლებთან ჯგუფური ინტერვიუც ჩატარდა.