(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში 2005 წლიდან განხორციელებული დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის სიტუაციური ანალიზი, არსებული მარეგულირებელი ჩარჩოების, ჩატარებული კვლევების, მიღწეული პროგრესისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში არსებული ხარვეზების შესწავლის/გამოკვეთის გზით. კვლევა, ამავდროულად, მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შემდგომი გაძლიერებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი ამოცანები:
კვლევის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად ჩატარდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევა. რაოდენობრივი კვლევა მიზნად ისახავს ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების აღწერას, მათ შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბავშვების რაოდენობა, მათი სქესობრივ-ასაკობრივი განაწილება, ბავშვების სოციალური ფონი (მათ შორის ჰყავთ თუ არა მშობლები, აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობები და ა.შ.). შესაბამისი ინსტიტუციებიდან ინფორმაციის მიღებისთვის ვითანამშრომლებთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან, რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს საპატრიარქოსთან და მუსლიმ თემთან. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოპოვება მოხდება ორი გზით: ელექტრონული და პირისპირი კომუნიკაცია.
ამასთანავე, პროექტის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია სამაგიდე კვლევის, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების, ფოკუს-ჯგუფებისა და სიღრმისეული ექსპერტული ინტერვიუების ჩატარება. სამაგიდე კვლევისთვის გაანალიზდება არსებული კანონები ბავშვთა უფლებების შესახებ, აგრეთვე, მსგავს თემაზე ჩატარებული ანალიტიკური ანგარიშები.
ფოკუს-ჯგუფებისა და ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუებისთვის კვლევის ფარგლებში გამოყოფილია შემდეგი სამიზნე ჯგუფები:
სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდება 70 ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუ (ბავშვები, ბენეფიციარები) და 11 ფოკუს-ჯგუფი (მშობლები, მზრუნველები, მენეჯმენტი, „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საბჭოს წევრები). ამასთანავე, განსაზღვრულია 7 სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, სოციალურ მუშაკებთან.
ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუები და სიღრმისეული ექსპერტული ინტერვიუები ჩატარდება პირისპირ, ხოლო ფოკუს-ჯგუფები - შერეულად, როგორც დისტანციურად, ისე ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.