(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
გაეროს ქალთა ფონდის დაკვეთით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადადგილებული და ეთნიკური უმცირესობების ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა.
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.
თვისებრივი კვლევის მეთოდების ფარგლებში ჩატარდა:
რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს გზით სულ გამოკითხა 500–მდე დევნილი ქალი გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში და 200–მდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტში.
გარდა ამისა, შერჩევაში სტატისტიკურად სანდო მოცულობით არის წარმოდგენილი UNWOMEN იურიდიული დახმარების კლინიკების ბენეფიციარები (სულ 195 რესპონდენტი).
აღსანიშნავია, რომ ეს არის ოჯახების (household) კვლევა, ანუ რესპონდენტები იძლეოდნენ ინფორმაციას ოჯახის წევრი ქალების შესახებ.
კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია როგორც აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრები დევნილებისთვის, ისე მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის.