Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევა, 2013

ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევა, 2013

21 ივნ 2013

კვლევის ფარგლებში გამოენებული იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.  

თვისებრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, რაოდენობრივი კვლევისათვის ემპირიული ინდიკატორების გამოვლენა. კვლევის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში 3 ჯგუფური დისკუსია, ე.წ.  ფოკუს ჯგუფი ჩატარდა მარნეულსა და წალკაში.  ფოკუს ჯგუფების სამიზნე ჯგუფები შეირჩა კვლევის მიზნისა და ამოცანებიდან გამომდინარე.   ფოკუს ჯგუფების სამიზნე ჯგუფები იყო აზერბაიჯანელი და სომეხი ქალები, ასევე ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიცაზიათა წარმომადგენლები. ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა ე.წ. „თვოლის გუნდის“ მეთოდის გამოყენებით. მონაწილეთა შერჩევისათვის წინასწარ გამოიყო სოციო-დემოგრაფიული კრიტერიუმები.  ჯგუფური დისკუსიების წარმართვისას გამოიყენებოდა   ე.წ. „community maping“ - ის ტექნიკა. 

რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სრულწლოვანი ქალები.  რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 500 რესპონდენტი.

შერჩევის მოდელი : მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული კლასტერული შერჩევა;

კვლევის ინსტრუმენტი:   სტრუქტურირებული კითხვარი;

გამოკითხვის მეთოდი : პირისპირ ინტერვიუ;

შერჩევის ჩარჩო:  მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები (2002 წლის);

შერჩევის პირველადი ერთეული: ურბანული და რურალური დასახლებები;

შერჩევის საბოლოო ერთეული : შინამეუნეობა;

შერჩევის საბოლოო ერთეული: შინამეურნეობის სრულწლოვანი ქალი (შინამეუნეობის წევრებს შორის ) შერჩევის საბოლოო ერთეულის იდენტიფიცირება ხდებოდა  ე.წ. „ბოლო დაბადების დღის მეთოდის“ გამოყენებით).