Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სწრაფი შეფასების მეთოდით ეროვნული უმცირსეობის ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენა ქვემო ქართლის რეგიონში,2013

სწრაფი შეფასების მეთოდით ეროვნული უმცირსეობის ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენა ქვემო ქართლის რეგიონში,2013

7 მარ 2013

კვლევის მიზანია ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენა.
კვლევის ძირითადი ამოცანებია:
✓ ეთნიკური უმცირესობების ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საჭიროებების გამოვლენა;

✓ ეთნიკური უმცირესობების ქალთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი სერვისებისადმი მისაწვდომობის გამოვლენა;

✓ საჯარო ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისასა ეთნიკური უმცირესობების ქალთა ბარიერების გამოვლენა;

✓ ეთნიკური უმცირესობების ქალებზე საოჯახო საქმეების განაწილების არსებული მოდელის გავლენის შეფასება;

✓ ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის იდეებისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკების (Policies) მიმართ ეთნიკური უმცირესობების ქალთა განწყობებისა და დამოკიდებულებების გამოვლენა.


კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს.


1. 1 რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის აღწერა კვლევის გენერალური ერთობლიობა: ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალები (18 წლის და მეტი)

გამოკვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ

კვლევის ინსტრუმენტი:კითხვარი

შერჩევის მოცულობა: 500 რესპონდენტი

1. 2 თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიის აღწერა თვისებრივი კვლევა განხორციელდა ფოკუს-ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) მეთოდის გამოყენებით.

ფოკუს ჯგუფების მიზანი: თვისებრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, რაოდენობრივი კვლევისათვის ემპირიული ინდიკატორების გამოვლენა.

ინსტრუმენტი: ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი (გაიდლაინი).
კვლევის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში 3 ჯგუფური დისკუსია, ე.წ. ფოკუს ჯგუფი ჩატარდა მარნეულსა და წალკაში. ფოკუს ჯგუფების სამიზნე ჯგუფები შეირჩა კვლევის მიზნისა და ამოცანებიდან გამომდინარე. ფოკუს ჯგუფების სამიზნე ჯგუფები იყო აზერბაიჯანელი და სომეხი ქალები, ასევე ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიცაზიათა წარმომადგენლები. ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა ე.წ. „თოვლის გუნდის“ მეთოდის გამოყენებით. მონაწილეთა შერჩევისათვის წინასწარ გამოიყო სოციო-დემოგრაფიული კრიტერიუმები. ჯგუფური დისკუსიების წარმართვისას გამოიყენებოდა ე.წ. „community mapping“ -ის ტექნიკა.