(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მიმართ კაცების და ქალების დამოკიდებულების და პრაქტიკების გამოვლენა.
მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება პროგრამების ეფექტიანი დაგეგმვა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში კაცთა ჩართულობის საჭიროების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კვლევის ძირითადი ამოცანებს წარმოადგენდა:
კვლევა მოიცვა რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტები. რაოდენობრივი კვლევის გენერალურ ერთობლიობას შეადგენდა საქართველოს მოსახლეობა (18 წლის და მეტი ასაკის). გამოყენებული იქნა მასობრივი გამოკითხვის მეთოდი, კერძოდ, რესპონდენტები გამოიკითხნენ პირისპირ ინტერვიუსა და ანკეტირების გზით. ანკეტირებას მივმართეთ განსაკუთრებით დელიკატურ შეკითხვებზე რესპონდენტთა პასუხების მისაღებად, როდესაც მაღალია არაგულწრფელობის რისკი. თვისებრივი კვლევა განხორციელდა ფოკუს ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) მეთოდის გამოყენებით. ჯგუფური დისკუსიები წინ უსწრებდა მასობრივ გამოკითხვას, რამდენადაც ფოკუს ჯგუფებს მოცემულ კვლევაში ჰქონდა რაოდენობრივი კვლევის დამხმარე ფუნქცია; კერძოდ, დისკუსიების პროცესში განისაზღვრა საქართველოს რეალობაში შესასწავლი პრობლემის ცალკეული მახასიათებლები, რომლებიც რაოდენობრივი კვლევის კითხვარის შექმნას დაედო საფუძვლად.
შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევის ეს მოცულობა განსაზღვრულია იმ გაანგარიშებით, რომ გამოკითხვის შედეგები რეპრეზენტატული ყოფილიყო საქართველოს მასშტაბით. შერჩევის ფორმირების პირველ ეტაპ ზე შერჩევის მთელი ერთობლიობა დაიყო სტრატებად (ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებად). ცალკეული სტრატისათვის გამოყოფილი კვოტები გადანაწილდა 18 წლის და უფრო მაღალი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.
რაოდენობრივი კვლევისთვის (მასობრივი გამოკითხვისთვის), შერჩევის მოდელის დიზაინის პარალელურად, მოხდა კვლევის ინსტრუმენტის – კითხვარის შემუშავება. კვლევის ინსტრუმენტად შეირჩა Promundo-ს და ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICRW) მიერ შემუშავებული კითხვარის ადაპტირებული ვარიანტი;
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ჯგუფური დისკუსია შემდეგი შემადგენლობით: გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე სრულწლოვანი ქალები; სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე სრულწლოვანი კაცები.
თვისებრივი კვლევისათვის გამოიყენებოდა ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარი (გაიდლაინი). სულ შემუშავდა 3 ტიპის გაიდლაინი განსხვავებული ფოკუს ჯგუფებისათვის (გენდერული თა ნასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული პროფილის მქონე სრულწლოვანი ქალები და მამაკაცები).