Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
იძულებით გადადგილებული და ეთნიკური უმცირესობების ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა, 2013

იძულებით გადადგილებული და ეთნიკური უმცირესობების ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა, 2013

6 ივლ 2015

გაეროს ქალთა ფონდის დაკვეთით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადადგილებული და ეთნიკური უმცირესობების ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა.

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.

თვისებრივი კვლევის მეთოდების ფარგლებში ჩატარდა:

  • 11 ექსპერტული ინტერვიუ (UNWOMEN იურიდიული კლინიკების, სახელმწიფო იურიდიული დახმარების იურისტები, სასამართლოს და პროკურატურის წარმომადგენლები, საია);
  • 5 ფოკუს ჯგუფი (UNWOMEN იურიდიული კლინიკების ბენეფიციარები გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და მარნეულში);

რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს  გზით  სულ გამოკითხა 500–მდე დევნილი ქალი გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში და 200–მდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტში.

გარდა ამისა, შერჩევაში სტატისტიკურად სანდო მოცულობით არის წარმოდგენილი UNWOMEN იურიდიული დახმარების კლინიკების ბენეფიციარები (სულ 195 რესპონდენტი).

აღსანიშნავია, რომ ეს არის ოჯახების (household) კვლევა, ანუ რესპონდენტები იძლეოდნენ ინფორმაციას ოჯახის წევრი ქალების შესახებ.

კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია როგორც აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრები დევნილებისთვის, ისე მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის.