Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მიგრანტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა საქართველოში; 2020

მიგრანტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა საქართველოში; 2020

10 სექ 2020

კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები მიგრანტების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გამოვლენა და ანალიზი, მათ შორის საქართველოში და სომხეთში მიგრაციის საკითხების მედია გაშუქების შესწავლა. კვლევა მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანის მიღწევას:

რესპონდენტთა მიერ გამოყენებული ინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მათი როლის გააზრება - მედიის გამოყენების ნიმუშების მითითება და სხვადასხვა არხის სანდოობა. 
განსხვავებული დამოკიდებულების განმსაზღვრელი ფაქტორები გამოვლენა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება ცნობიერების ამაღლების მიზნობრივი კამპანიების განსახორციელებლად.


კვლევა განხორციელდა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით.

თვისებრივ კვლევაში მნიშვნელოვანი იყო მიგრანტებთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების პირადი გამოცდილების ანალიზი. ამ მიზნით გამოყენებული იქნა ფოკუს ჯგუფის მეთოდი. რესპონდენტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ მიგრანტებთან, როგორიცაა მეზობლელი, ნათესავი, თანამშრომლები, მეგობრები და შერეული ოჯახის წევრები .

ფოკუს ჯგუფები ჩატარდა საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. მეზობლებთან 3 ფოკუს ჯგუფი (სულ 9 ფოკუს ჯგუფი) მეგობრებთან / თანამშრომლებთან 1 ფოკუს ჯგუფი (სულ 3 ფოკუს ჯგუფი). დამატებით ჩატარდა 1 ფოკუს ჯგუფი თბილისში შერეული ოჯახების წევრებთან. ამრიგად, კვლევამ ჯამში 13 ფოკუს ჯგუფი მოიცვა. ფოკუს ჯგუფების შედეგად მიღებული მონაცემები გაანალიზდა გაიდლაინის ქვესათაურების შესაბამისად.

რაოდენობრივი კვლევამ მოიცვა საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში მოსახლეობა. კვლევა განხორციელდა სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, სპეციალურად სტრუქტურირებული კითხვარებით.

რესპონდენტები დაიყვნენ სამ ძირითად ჯგუფად:

მიგრანტები (ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ სწავლის ან სამუშაოს მიზნით)
ტურისტები (ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ტურისტული მიზნით)
ვინც არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ


რესპონდენტთა თითოეულ ჯგუფში ადამიანთა რაოდენობის დასადგენად მხედველობაში იქნა მიღებული მიგრანტებისა და ტურისტების ეროვნული სტატისტიკა. გამოკითხვაში სულ 1151 რესპონდენტი მონაწილეობდა.