(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროექტის - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მიმართულებით“ შედეგებისა და შესაბამისობის შეფასება.
გარე შეფასების მთავარი ამოცანები იყო:
მოცემული ამოცანების მისაღწევად, ჩატარდა თვისებრივი კვლევა და გამოყენებული იქნა ფოკუს ჯგუფის, ჯგუფური ინტერვიუს და ექსპერტული ინტერვიუს მეთოდები.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ექსპერტული ინტერვიუ, 7 ჯგუფური ინტერვიუ და 4 ფოკუს ჯგუფი.
ფოკუს ჯგუფები, ჯგუფური ინტერვიუები და ექსპერტული ინტერვიუები ჩატარდა პროექტში ჩართულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან, პროექტის განმახორციელებელ IOM - ის მისიის თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან და სარეინტეგრაციო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებთან.
თითოეული ინტერვიუ ჩაიწერა აუდიო ჩამწერის საშუალებით, გარდა უცხოელ ემიგრანტებთან ჩატარებული ინტერვიუებისა (მათი კონფიდენციურობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით), რის შემდეგაც აუდიო ფაილები გაიშიფრა და საბოლოო ანგარიშისთვის მომზადდა ტრანსკრიპტები.