(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა დ აანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა „საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირების მეფინგი და საჭიროებების შესწავლა, მათ უფლებებთან და მომსახურებებთან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით“. კვლევა ჩატარდა ვორლდ ვიჟენ საქართველოს პროექტის „თემის მობილიზაცია და მონაწილეობა“ ფარგლებში, რომლის დონორი არის UNHCR.
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის მეთდოები - სამაგიდე კვლევა, სიღრმისეული ინტერიუ და ფოკუს ჯგუფი.