Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
საჯარო სერვისებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევა საქართველოში, 2021

საჯარო სერვისებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევა საქართველოში, 2021

12 დეკ 2021

თვითმმართველობების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. კვლევის ფარგლებში, აგრეთვე, შეფასდა მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. კვლევის მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

  • ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სახეების განსაზღვრა
  • მოსახლეობის ინფორმირებულობისა და კმაყოფილების დონის შესწავლა ადგილობრივი
  • ხელისუფლების მიერ გაწეული კონკრეტული საჯარო მომსახურების მიმართ
  • მოსახლეობის კმაყოფილების დონის დადგენა ზოგიერთი საზოგადოებრივი სერვისის ფასით
  • კონკრეტული საზოგადოებრივი სერვისებით კმაყოფილებისა და უკმაყოფილების ძირითადი  მიზეზების დადგენა
  • მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის განსაზღვრა გადაწყვეტილებების მიღების/ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში
  • მოსახლეობის კმაყოფილების დონის დადგენა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობით
  • ადგილობრივ თვითმმართველობათა ხელმძღვანელობის საქმიანობით მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრა
  • ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის ზოგადი შეფასება
  • მოქალაქეების ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ჩართულობის შეფასება.

ზემოაღნიშნული მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. დამატებით ჩატარდა სამაგიდე კვლევა.

სამაგიდე კვლევის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ბოლოდროინდელ მოვლენებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური კონტექსტი გაანალიზდა.

ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მიმდინარე პროექტის - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2“-ის სამიზნე რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, ქვემო ქართლი. თვისებრივი  კვლევისთვის დამატებით რეგიონად განისაზღვრა თბილისიც, რათა დედაქალაქის დონეზეც შეგვესწავლა ის სპეციფიკები, რომლებიც თან ახლავს მოსახლეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას. სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდა 9 ფოკუს-ჯგუფი. რაც შეეხება სიღრმისეულ (ექსპერტულ) ინტერვიუებს, რესპონდენტებად განისაზღვრნენ სახელმწიფო რწმუნებულები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლები.

კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 12 ინტერვიუ საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, ქვემო ქართლი.

რაოდენობრივი კვლევის კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის ან მეტი ასაკის პირები). კვლევამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) .რესპონდენტებმა კვლევაში მონაწილეობა პირისპირ გამოკითხვის მეთოდით მიიღეს. მათი შერჩევა განხორციელდა ალბათური შერჩევის პრინციპით, კერძოდ ორსაფეხურიანი კლასტერული  შერჩევის მოდელით. შერჩევის მოცულობად განისაზღვრა 3400 რესპონდენტი. ამ მოცულობის შერჩევით მიღებული მონაცემები რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე, აგრეთვე სხვადასხვა ჭრილში - რეგიონი, ქალაქი/სოფელი, მაღალმთიანი/სხვა ტიპის დასახლებები, სქესი, ასაკი.