Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის ზოგადი სოციალური პროფილის შესწავლა, 2011

ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის ზოგადი სოციალური პროფილის შესწავლა, 2011

16 მარ 2011

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ 2011 წლის აგვისტო-სექტემბერში ქვემო ქართლის რეგიონში ჩაატარა ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და განწყობების კვლევა, რომლის მიზანი იყო ქვემო ქართლის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პროფილის შესწავლა, ამ რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

კონკრეტულად, კვლევამ დაფარა შემდეგი საკითხები:

  • შინამეურნეობის ეკონომიკური და დემოგრაფიული პროფილი;
  • დასაქმების სტრუქტურა;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების დონე და მისი რეაბილიტაციის პროგრამების გავლენა;
  • შინამეურნეობების საბინაო მდგომარეობა;
  • მოსახლეობის განათლების დონე და მის სხვადასხვა საფეხურზე არსებული ბარიერები;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაზღვევის გავლენა ჯანდაცვაზე;
  • სოციალური დახმარების (კერძოდ, უმწეოთა დახმარების პროგრამის) შესახებ ინფორმირებულობის დონე და პროგრამაში ჩართულობის ხარისხი;
  • რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, სხვადასხვა, მიმდინარე პროექტის მოსახლეობისა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის შესწავლა;
  • სოფლის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმირებულობა, პროგრამაში ჩართულობის დონე და შედეგების ეფექტურობის განსაზღვრა;
  • ქვემო ქართლის რეგიონში არსებული მიგრაციის ტენდენციების კვლევა;
  • ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა;
  • სიტუაცია გენდერული თვალსაზრისით ოჯახში, თემსა და საზოგადოებაში; გენდერული სტერეოტიპები;
  • საზოგადოებაში მოქმედი სხვადასხვა სტრუქტურის მიმართ დამოკიდებულება;. მმართველ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესწავლა;
  • ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროები და მასმედიის შეფასე

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა 2990 რესპონდენტი. აღნიშნული შერჩევის ზომის მიხედვით, კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია მთელი რეგიონისათვის, ცალკეული რაიონებისა და ეთნიკური და გენდერული ჭრილისათვის.  კვლევის ინსტრუმენტი წარმოადგენდა კითხვარი, ხოლო შერჩევის დიზაინი იყო მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა; შერჩევა პროპორციულად იყო განაწილებული გენდერული ჭრილისა და დასახლებების ტიპის მიხედვით. თითოეული რაიონი და ქალაქი დაყოფილი იყო დასახლების ზომის შესაბამის სტრატებად. თითეულ რაიონში გამოიყო სამი სტრატა:

  • რეგიონალური ურბანული ცენტრი;
  • პატარა ქალაქები და რაიონული ცენტრები;
  • სოფლები;