(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატრა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა იმ სოციალური პარამეტრების შეფასება, რომლებიც სოციალური საცხოვრისის შექმნისას უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა თავიდან იქნას არიდებული სოციალური დაძაბულობა და კონფლიქტი, ერთი მხრივ, საცხოვრისის ბენეფიციარებს შორის და მეორე მხრივ, ბენეფიციარებსა და ირგვლივ მდებარე კორპუსების მოსახლეობას შორის.
კვლევის ამოცანები იყო:
კვლევის ფარგლებში ჩატარდა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა. კვლევის მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდა სამი ჯგუფური დისკუსია, ე.წ. ფოკუს ჯგუფი.
რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში თბილისში, გორში, რუსთავსა და ბოლნისში 664 რესპონდენტი გამოკითხა პირისპირ
მეთოდის გამოყენებით. კვლევის სამიზნე ჯგუფები იყო:
არსებული სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარები თბილისში, ვარკეთილში, გორში, რუსთავსა და ბოლნისში;
სოციალური საცხოვრისების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსების/სახლების მაცხოვრებლები თბილისში, გორში, რუსთავსა და ბოლნისში.
რეპრეზენტატული შერჩევის ფარგლებში სოციალური სახლის ბენეფიციარებს შორის თითო ოჯახიდან ერთი 18+ წევრი მაინც გამოიკითხა. თუ 18+ წევრების რიცხვი აღემატებოდა ორს, მაშინ ოჯახის 2 წევრი იყო გამოკითხული; 2. სოციალური საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები სრულწლოვანი მოსახლეობა თბილისში (ვარკეთილში), გორში, რუსთავში და ბოლნისში. გამოიკითხა თითო ოჯახიდან ერთი 18+ წევრი.