Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში, 2009

სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში, 2009

6 აპრ 2009

2009 წლიდან 2011 წლამდე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ახორციელებდა ხანგრძლივ პროექტს სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში. პროექტის მიზანი იყო ანალიტიკური ანგარიშის შექმნა საქართველოს სოციალური სისტემის შესახებ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა და მოწვეულმა ექსპერტებმა პროექტის განხორციელებისათვის ძირითადად გამოიყენებს თვისებრივი მეთოდები: მეორადი დოკუმენტების ანალიზი და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველადი, შუალედური და საბოლოო ანალიტიკური ანგარიშები. პროექტის განხორციელების პერიოდში ევროკომისიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად ორგანიზებული იქნა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, რომლებზეც წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები.

ანალიტიკურ ანგარიშში განხილული იყო საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური, საგნმანათლებლო, სოციალური და ჯანდაცვის განვითარების ტენდენციები. გარდა ამისა, ყურადღება ეთმობოდა მოსახლეობის სიღარიბის და სოციალური გარიყულობის თემას. რა ფაქტორები იწვევს სოციალური ჯგუფების გარიყულობას, რომელი სოციალური და ეკონომიკური ჯგუფები არიან ექსკლუზიის რისკ ფაქტორის მატარებლები. ანგარიში ასახავდა უახლეს და რელევანტურ ინფორმაციას არსებული სოციალური დაცვის სისტემებზე და ახდენდა არსებული სისტემების სხვა სისტემებთან შედარებით ანალიზს.

კვლევის ანალიტიკურ ანგარიში შედგება ხუთი ნაწილისაგან:

  • საქართველოს დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა;
  • საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა;
  • სიღარიბე და სოციალური გარიყულობა საქართველოში;
  • პენსიები;
  • ჯანდაცვა და ხანგრძლივი მზრუნველობა;

კვლევის საბოლოო რეპორტი წარმოდგენილი იყო 2011 წლის მაისში საერთაშორისო კონფერენციაზე. კვლევის საბოლოო პროდუქტი მოთავსებულია ევროკომისიისა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ვებ–გვერდებზე. ანალიტიკური ანგარიში – სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში – წარმოადგენს საქართველოში არსებული სოციალური პირობების ამსახველ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტს.