სოციალური დაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენდერული ანალიზი, 2013
10 მაი 2013
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალური დაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენდერული ანალიზი. მიზნის მისაღწევად, სოციალური პოლიტიკის ანალიზი სხვადასხვა დონეზე განხორციელდა:
- ეროვნული პოლიტიკის დონეზე, სტრატეგიის, პოლიტიკის, დაგეგმვისა და ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად, რაც შეესაბამება CEDAW და გაეროს SC რეზოლუციებს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ;
- ეროვნული ინსტიტუტების დონეზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკურ უმცირესობათა ქალებისათვის უკეთესი ინფორმაციისა და მომსახურების გაწევის მიზნით;
- საბაზისო დონეზე, დევნილთა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების ქალთა ჯგუფის და თემების მხარდაჭერის მიზნით ორგანიზება და აქტიური მონაწილეობის მიღება პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით;
კვლევის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად:
- განახორციელდა არსებული ეროვნული სოციალური პოლიტიკისა და სხვადასხვა კანონების გენდერული ანალიზი და შეფასება;
- საკითხის ექსპერტებთან ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები;
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის შემდეგი მეთოდები:
- სამაგიდო კვლევა;
- ჩაღრმავებული ინტერვიუ;
- ფოკუს ჯგუფი;