(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" განახორციელა კვლევითი პროექტი სოციალური საცხოვრისების საჭიროების შესახებ. კვლევის მიზანი იყო სოციალური საცხოვრისების მიმართ მოსახლეობის განწყობების, განცდებისა და მოლოდინების კვლევა, იმ მოწყვლადი ჯგუფის განსაზღვრა, რომლებიც იქნებიან სოციალური საცხოვრისის პოტენციური ბენეფიციარები, ამ მომსახურების მიზნობრიობის და მოსახლეობის მოთხოვნილებებთან შესაბამისობის გაზრდა.
კვლევის პროცესში გამოვლინდა სამი პოტენციური მიზნობრივი ჯგუფი:
კვლევის მიზნების განსახორციელებლად გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.
კვლევის საწყის ეტაპზე ჩატარდა თვისებრივი კვლევა – კერძოდ კი ფოკუს ჯგუფები. კვლევის მიზანი იყო იმ ინდიკატორების განსაზღვრა, რომლებიც შემდგომ გაიზომებოდა რაოდენობრივი კვლევის პროცესში, გარდა ამისა, საკვლევი ერთობლიობის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მოპოვება. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა შემდეგი შემადგენლობით:
მეორე ეტაპზე განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა. კვლევის ინსტრუმენტი იყო სტრუქტურიზებული კითხვარი. მიზნობრივი ჯგუფის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოსაპოვებლად თითეული ჯგუფისათვის გაკეთდა რეპრეზენტატული შერჩევა, რომლის დიზაინი იყო ორ საფეხურიანი სტრატიფიცირებული. შერჩევის ფორმირების პირველ ეტაპზე მისი მთლიანი მოცულობა გადანაწილდა საქართველოს შერჩეულ ქალაქებში მიზნობრივი ჯგუფების შინამეურნეობების განაწილების პროპორციულად. თითოეული ქალაქი დაყოფილ იყო რაიონებად (თბილისი დაყოფილ იქნა აღწერის ერთეულების მიხედვით) ზომის პროპორციული ალბათობის მიხედვით (probability proportion to size (PPS)). პირველადი შერჩევის ერთეულები საქართველოს ქალაქებში (გარდა თბილისისა) იყო რაიონები. ყოველ პირველად შერჩევის ერთეულში შინამეურნეობა შერჩეული იყო მარტივი შემთხვევით შერჩევის პრინციპის დაცვით. შინამეურნეობებში ოჯახის უფროსი (გადაწყვეტილების მიმღები პირი) იქნა გამოკითხული.
სულ ჩატარდა 2200 პირისპირ ინტერვიუ. საველე სამუშაოების დასრულებისთანავე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კონტროლის ჯგუფმა ჩაატარა ველის ხარისხობრივი კონტროლი, შემდგომ ეტაპზე კი მოხდა კითხვარების კოდირება და SPSS-ის პროგრამაში შეტანა. რაოდენობრივი მონაცემთა ბაზა გაიწმინდა და დამუშავდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის სტატისტიკოსების მიერ. საბოლოო ანალიტიკური ანგარიში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფისა და ექსპერტის მიერ.