(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
რაოდენობრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერების შესწავლა.
რაოდენობრივი კვლევის პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა 1078 შინამეურნეობა. კვლევა ჩატარდა საქართველოს 10 რეგიონსა და ქალაქ თბილისში. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა სტრუქტურირებული, ნახევრად-სტრუქტურირებული და არა სტრუქტურირებული კითხვებისგან შემდგარი კითხხვარი.
კითხვარი შეიქმნაა ფოკუს ჯგუფების საფუძველზე, რომელიც ჩატარდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან:
ფოკუს ჯგუფებში გამოვლენილი ემპირიული ინდიკატორები მოთავსდა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტისთვის - კითხვარისთვის, რომელიც 311 კითხვისგან შედგებოდა.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2010 წლის 10 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში.