(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის მიერ საქართველოში მცხოვრები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა ენობრივი განათლების პროცესების შეფასებას და მისი შესაბამისობის დადგენას ბენეფიციართა საჭიროებებთან. კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.
ენობრივი განათლების მიწოდების მთელი პროცესის მიმოხილვისა და უფრო ღრმად გააზრების მიზნით გაანალიზდა შემდეგი საკითხები: (i) პროცესის ადმინისტრირება; (ii) ჟვანიას სკოლის მიერ გაკვეთილების ჩატარების მეთოდოლოგია, (iii) იმ ბენეფიციართა გამოხმაურება, როლებმაც ქართული ენის კურსი წარმატებით დასრულების; (iv) ასევე იმათი, რომლებმაც შეწყვიტეს სწავლა და (v) რომლებიც არასოდეს ყოფილან ჩართული ენობრივი განათლების ფორმალიზებულ პროცესში.
კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1 ფოკუს ჯგუფი, 1 ჯგუფური ინტერვიუ და 4 სიღრმისეული (ექსპერტი) ინტერვიუ. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 314 ბენეფიციარი შერეული გზით, მათ შორის პირისპირ და ონლაინ ინტერვიუებით.