Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
ტურისტთა კმაყოფილების ხარისხის შესწავლა სასაზღვრო გამშვები პუნქტების მომსახურების მიმართ, 2017

ტურისტთა კმაყოფილების ხარისხის შესწავლა სასაზღვრო გამშვები პუნქტების მომსახურების მიმართ, 2017

14 ივლ 2017

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ტურისტთა კმაყოფილების ხარისხის შესწავლა სასაზღვრო გამშვები პუნქტების მომსახურების მიმართ.

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - პირისპირ ინტერვიუ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი საქართველოს 6 სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე - საერთაშორისო აეროპორტებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) და სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, წითელი ხიდი და სადახლო).

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა პლანშეტში, ODK-ს პროგრამაში ჩატვირთული კითხვარის მეშვეობით ჩაატარეს პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტებთან. კითხვარი შემუშავდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად. მონაცემთა დამუშავების შემდეგ, მოზმადდა SPSS - ის მონაცემთა ბაზა და ანალიტიკური ანგარიში.