საგანმანათლებლო მიმართულება

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს სთავაზობს გამოყენებით სოციოლოგიაში სასწავლო კურსებს, რომელთა ფარგლებშიც შეისწავლება სოციალური კვლევის საფუძვლები, სოციალური კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები; კვლევის მეთოდების სწავლება უზრუნველყოფს როგორც მათ შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების, ისე ამ მეთოდების პრაქტიკული გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავებას.

სასწავლო კურსების ფარგლებში გაიცემა ცოდნის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სასწავლო კურსები მოიცავს როგორც ლექციებს, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს (ჯგუფურს და ინდივიდუალურს), რომელთა ფარგლებში მონაწილეებს შეეძლებათ პრაქტიკულად განახორციელონ სოციალური კვლევის სრული ციკლი, ან მისი გარკვეული საფეხურები.

ISSA დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, ყველა კურსის ფარგლებში, სთავაზობს როგორც სტანდარტულ, ისე მოდიფიცირებულ სილაბუსებს, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

სტანდარტული კურსები:

1. რაოდენობრივი კვლევის მეთოდები

კურსის ანოტაცია

რაოდენობრივი კვლევა სოციალურ მეცნიერებში გულისხმობს დაკვირვებადი მოვლენების სისტემატურ ემპირიულ შესწავლას, მოვლენათა მახასიათბელების გაზომვისა და რაოდენობრივ მაჩვენებლებში გამოხატვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რომელთა შორის ძირითადია გამოკითხვის მეთოდი. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კვლევის ყველა ეტაპს - სოცილური კვლევის პროგრამის დიზაინით დაწყებული, მონაცემთა ანალიზით დამთავრებული. მსმენელები, ასევე, შეასრულებენ დავალებებს, რომლებიც კვლევის ჩატარებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში დაეხმარებათ.

კურსის ვრცელი სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

2. თვისებრივი კვლევის მეთოდები:

კურსის ანოტაცია

თვისებრივი კვლევა არამათემატიკური, არა-ექსპერიმენტული კვლევის ტექნიკებია. ის მოიცავს სხვადასხვა მიდგომასა და კვლევის მეთოდს. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სწორედ ასეთ ტექნიკებს და შეექმნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება თვისებრივი კვლევა. კურსის ფარგლებში, მნიშნელოვანი ყურადღება დაეთმობა განსხვავებას თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს შორის; მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მეთოდებს როგორებიცაა ჯგუფური დისკუსია, ჩაღრმავებული ინტერვიუს ნაირსახეობები, ეთნოგრაფიული კვლევა და სხვ.

კურსის ვრცელი სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: