(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის ფარგლებში განხორციელდა საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ. კვლევის ამოცანები იყო:
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი – კითხვარი შემუშავებულ იქნა USAID–სა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის მიერ. კვლევის დაწყებამდე განხორციელდა საკვლევი ინსტრუმენტის პილოტაჟი. კვლევის მეთოდი იყო პირისპირ ინტერვიუ. კვლევამ დაფარა საქართველოს დიდი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ბათუმი. სულ გამოიკითხა 510 საშუალო შემოსავლების მქონე შინამეურნეობა (მონაცემები ეყრდნობოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს). საველე სამუშაოები განახორციელა ოთხმა სუპერვაიზორმა და ცხრამეტმა ინტერვიუერმა. საველე სამუშაოების დასრულებისთანავე განხორციელდა საველე სამუშაოების კონტროლი. მოხდა კითხვარების კოდირება, SPSS–ის პროგრამაში შეტანა და მონაცემთა ბაზის გაწმენდა. კვლევის ბოლო ეტაპზე მონაცემები სტატისტიკურად გაანალიზდა და გადაეცა დამკვეთს.