სურსათის ნარჩენების მომხმარებელთა ქცევის კვლევა, 2022
16 ივნ 2022
კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მომხმარებელთა ქცევისა და მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და აღმოჩენას.
გამოკითხვის ამოცანებს წარმოადგენს:
- საკვებისა და სასმელის ნარჩენებთან დაკავშირებული ქცევისა და აქტივობის შესწავლა
- მომხმარებლის/ოჯახის ლიდერის სოციალურ-ეკონომიკური პროფილის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია საკვების ნარჩენების (დიდი) რაოდენობით
- პოპულაციის ქცევების იდენტიფიცირება, რომლებიც დაკავშირებულია საკვების ნარჩენების პრევენციასთან და სახლში შემცირებასთან, და იმის დადგენა, თუ როგორ იცვლება დროთა განმავლობაში
- მოტივების გამოვლენა, რომლებსაც აქვთ საკვების ნარჩენების გაზრდის პოტენციალი
- FLW-ის საკითხის შესახებ ინფორმირებულობის ზოგადი დონის შეფასება (გამომწვევი მიზეზები, ზემოქმედება, ინდივიდუალური წვლილის აღიარება FLW-ის საკითხში)
- სამომხმარებლო დონეზე სურსათის ნარჩენების თავიდან აცილებისა და შემცირების ძირითადი ბარიერებისა და პოტენციური მამოძრავებლების გაგება
- იმის გამოვლენა თუ რამდენმა ინდივიდმა მიიღო კონკრეტული პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებულია ნარჩენების პრევენციასთან და შემცირებასთან.
- კერძო სექტორთან და ცვლილების აგენტებთან თანამშრომლობის სურვილის გაგება, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, არსებული პოლიტიკის შეცვლა, არსებული პრაქტიკის გამოწვევა.
სამიზნე ჯგუფები: საქართველოს მოსახლეობა (18 და მეტი ასაკის).
მონაცემთა შეგროვების მეთოდი: კომპიუტერის დახმარებით სატელეფონო ინტერვიუ (CATI)
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა 20-25 წუთიანი სატელეფონო (CATI) კითხვარის მეშვეობით. მონაცემები შეაგროვა მოხდა სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) 30000-ზე მეტი კონტაქტის არსებული მონაცემთა ბაზის გამოყენებით. ISSA რეგულარულად ატარებს პანელურ გამოკითხვებს და ჰყავს პოტენციური რესპონდენტების ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ტელეფონის ნომრები იყოფა რეგიონების და შემდეგ მუნიციპალიტეტების მიხედვით. მონაცემთა შეგროვების ტალღისთვის, მონაცემთა ბაზიდან შემთხვევითი წესით შეირჩა 700 ნომერი.