Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - აზიის განვითარების ბანკი
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
აზიის განვითარების ბანკი
საქართველოს ურბანული წყლისა და სანიტარიის სექტორის სტრატეგია და რეგულაციური ჩარჩოს კვლევა, 2010

საქართველოს ურბანული წყლისა და სანიტარიის სექტორის სტრატეგია და რეგულაციური ჩარჩოს კვლევა, 2010

6 ოქტ 2010

2010 წელს, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა" მოიგო ორგანიზაცია EGIS-BCEOM International–ის ტენდერი კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით. კვლევა მოიცავდა ოთხ ეტაპს. კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა საქართველოს შვიდ ქალაქში (მარნეული, ფოთი, მესტია, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე და ანაკლია). შერჩევის ზომა იყო 1600 რესპონდენტი. კვლევის ინსტრუმენტი წარმოადგენდა სტრუქტურიზებული კითხვარი. გამოკითხვის მეთოდი იყო პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საწყის ეტაპზე მოხდა კვლევის ინსტრუმენტის პილოტური გამოცდა. შედეგად მოხდა კითხვარის საბოლოო ვერსიის შემუშავება. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის შვიდმა სუპერვაიზორმა და ორმოცმა ინტერვიუერმა განახორციელეს საველე სამუშაოები. საველე სამუშაოების დასრულებისთანავე ჩატარდა საველე სამუშაოების ხარისხობრივი კონტროლი. კითხვარების კოდირების შემდეგ მოხდა მონაცემთა SPSS–ის პროგრამაში შეტანა.  რაოდენობრივი კვლევის საბოლოო ეტაპზე გაიწმინა მონაცემთა ბაზა და სტატისტიკურად დამუშავდა.

კვლევის მეორე ეტაპის მიზანი იყო საქართველოს ოთხ ქალაქში სიღარიბის რუკის შექმნა. კვლევის რაოდენობრივ შედეგებზე დაყრდნობით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის სტატისტიკოსებმა შექმნეს მარნეულის, ზუგდიდის, მესტიისა და ანაკლიის ქალაქების სიღარიბის რუკები. რუკებზე დატანილი იყო ურბანულ ცენტრებში სიღარიბის კონცენტრაციის არეალები.

კვლევის მესამე ეტაზე საქართველოს ხუთ ქალაქში ჩატარდა 18 ფოკუს ჯგუფი (მარნეული, ზუგდიდი, მესტია, თელავი და ანაკლია). ფოკუს ჯგუფების მიზანი იყო შეესწავლა სიღარიბის და გენდერის მიმართება წყალთან და სანიტარიის პრობლემებთან. გარდა ამისა, დგინდებოდა წყლისა და სანიტარიის სავარაუდო ტარიფი, რომლის გადახდასაც შეძლებდა ადგილობრივი მოსახლეობა. ოთხ ქალაქში (მარნეული, მესტია, ანაკლია და ზუგდიდი) ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, რომლის მიზნობრივი ჯგუფი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ინტერესის მატარებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები (სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო, სახანძრო სამსახური, და სხვა). აღნიშნულ ჯგუფებში ხდებოდა სიღარიბის რუკების წარდგენა და წყლისა და სიღარიბის მიმართების განხილვა. პროექტში ჩართული იყო ხუთი სუპერვაიზორი, რომლებიც უზრუნველყოფდა ჯგუფის მონაწილეთა შეკრებას. ფოკუს ჯგუფები ჩაიწერა აუდიო და ვიდეო ფირზე, რის საფუძვლეზეც მომზადდა ტრანსკრიპტები, შემდგომ კი ანალიტიკური ანგარიში. ინგლისურ ენაზე თარგმნილი საბოლოო პროდუქტი გადაეცა EGIS-BCEOM International–ს.

ბოლო, მეოთხე ეტაპი მოიცავდა ანალიტიკურ სამუშაოებს. რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების შედეგების საფუძველზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გაანალიზეს საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ანგარიშში შესული იყო საქართველოში პროექტის ათასწლეულის გამოწვევის განხორციელების გეგმის მიმდინარეობა, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერული თანასწორობის საკითხები.

სოციალური კლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტს – „საქართველოს ურბანული წყლისა და სანიტარიის სექტორის სტრატეგია და რეგულაციური ჩარჩოს კვლევა საქართველოსთვის“აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა: აღნიშნული კვლევის საფუძველზე დაიგეგმა საქართველოს შვიდ ქალაქში წყლისა და სანიტარიის სისტემების განვითარების გეგმა.