Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF)
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF)
მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ანალიზის მეთოდოლოგია გურიის ეროვნული პარკის შესაქმნელად, 2021

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ანალიზის მეთოდოლოგია გურიის ეროვნული პარკის შესაქმნელად, 2021

12 ივნ 2021

გურიის რეგიონში მრავალგანზომილებიანი სიღარიბის შეფასება (MDPA) მიზნად ისახავს უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის პროექტის განხორციელების არეალში დეტალური ინფორმაციის მიღება სიღარიბის განზომილებების შესახებ, რათა მოხდეს მათი გათვალისწინება გურიის ახალი ეროვნული პარკის შექმნის სტრატეგიასა და მიდგომებში.  შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისისა და  საქართველოს ხელისუფლების მიერ.

შეფასება მიზნად ისახავს გურიის რეგიონში განვითარების ძირითადი ტენდენციების ანალიზს და იმის გააზრებას თუ ვინ არის ღარიბი და რა ფორმით გურიის რეგიონში. ზემოხსენებულთან ერთად, სიღარიბის არსისა და მიზეზების გაანალიზება წარმოდგენილია გურიის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე და მომავალი დაცული ტერიტორიის  პოტენციური ზეგავლენის ჭრილში. 

გურიის რეგიონის სიღარიბის შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება Sida-ს მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ჩარჩოს. მოდელზე დაყრდნობით, მეთოდოლოგიის ძირითადი ფოკუსია (ცენტრი) ვინაა ღარიბი, სიღარიბის რომელი განზომილებითაა ღარიბი და ავლენს ძირითად საჭიროებებს (როგორ), რასაც ასევე უკავშირებს სიღარიბის ინსტიტუციურ, სტრუქტურულ და განვითარების მიზეზებს (რატომ). 

შეფასების მეთოდოლოგია მოიცავს როგორც თვისებრივ, ასევე რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს. შეფასების კომპლექსური მიდგომა  მოიცავდა სამაგიდო კვლევას, ფოკუს ჯგუფებს, ინტერვიუებსა და მოქალაქეთა გამოკითხვას.

თვისებრივი კომპონენტი

განვითარების კონტექსტის მონაცემების - საბაზისო მიზეზების (ეკონომიკური და სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციური, მშვიდობა და კონფლიქტი, გარემოს დაცვა)  გასააზრებლად, შეგროვდა და გაანალიზდა დონორთა კვლევები და შეფასებები, აკადემიური ნაშრომები და სხვ.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი: ა) გურიაში მოქმედი სამოქალაქო სექტორისა და მედია წარმომადგენლების მონაწილეობით და ბ) მცირე და საშუალო ბიზნესისა და კოოპერატივების, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისა და ფერმერების წარმომადგენლების მონაწილეობით.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამი ინტერვიუ გურიაში მცხოვრები სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამების ბენეფიციარებთან, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენელთან.

რაოდენობრივი კომპონენტი

რაოდენობრივი კვლევის, კერძოდ, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ურბანულ და სასოფლო დასახლებებში, ჯამში, გამოიკითხა 18+ ასაკის 1201 მაცხოვრებელი. გამოყენებულ იქნა ალბათური შერჩევა კვლევის ყველა ეტაპზე.