(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, რამდენად ხარისხიან უმაღლეს იურიდიულ განათლებას აწვდიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს. ასევე, რა სახის მოთხოვნებს უყენებს შრომის ბაზარი საქართველოში იურიდიული განათლების მქონე პირებს და რამდენად აკმაყოფილებენ კურსდამთავრებულები შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გამოყენებული იქნა, სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდები. თვისებრივი კვლევის მეშვეობით მოხდა იურიდიული განათლების ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორების დადგენა, საქართველოში იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი ტენდენციების გამოვლენა და იურიდიული განათლების მქონე პირების კვალიფიკაციის მიმართ შრომის ბაზარზე არსებული დომინანტური მოთხოვნებისა და პრობლემების გამოვლენა.
თვისებრივი კვლევის ეტაპზე გამოვლენილი ტენდენციების ვალიდურობის შესაფასებლად ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა. რაოდენობრივი კვლევის მეშვეობით მოხდა სამიზნე ჯგუფის მიერ (იურიდიული განათლების პროფილის ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები, ურნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები) არსებული რეალობის შეფასება იმ ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც ხარისხიან იურიდიულ განათლებას განსაზღვრავს.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 9 ფოკუს ჯგუფი საქართველოს 3 ქალაქში შემდეგ სამიზნე ჯგუფებთან:
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა იურიდიული განათლების უზრუნველმყოფი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები; აგრეთვე, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ფაკულტეტის ადმინისტრაციის (დეკანატის) მაღალი რანგის წარმომადგენლები (დეკანი, დეკანის მოადგილეები, ხარისხის უზრუნველყოფის და სხვა სამსახურის უფროსები და სხვ.).
შერჩევის მოცულობა : სტუდენტებისათვის:
მაშასადამე, მთლიანობაში შერჩევის მოცულობამ შეადგინა 1350 ინტერვიუ.