ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში, 2017
17 ნოე 2017
კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რა არის ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობის რისკ-ფაქტორები საქართველოს ახალგაზრდებში და რომელი (ქვე)ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი.
კვლევა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- რამდენად აკმაყოფილებს სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის პირობებსახალგაზრდების მდგომარეობა;
- როგორ აფასებენ ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს;
- არსებობს თუ არა ახალგაზრდებში ერთმანეთთან და გარემოსთან კომუნიკაციის დეფიციტი;
- რა გავლენას ახდენს რელიგიური ინსტიტუტები და ტრადიციები ახალგაზრდების სოციალიზაციაზე;
- რა არის ახალგაზრდების ღირებულებები, რაც მათი დამოკიდებულებების იდეოლოგიურ საფუძველს ქმნის?
სოციოლგოიური კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იიქნა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კლვევის მეთოდები.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იიქნა შემდეგი მეთოდები:
- ჯგუფური ინტერვიუ;
- ჩაღმრავებული ინტერვიუ;
- დისკურსის ანალიზი;
ხოლო, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუს მეთოდი.
თვისებრივი კვლევისთვის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა:
- ახალგაზრდობის წარმომადგენლები (18-29 ასაკობრივი ჯგუფი);
- სკოლის მასწავლებლები;
- რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);
- ექსპერტები;
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1145 რესპონდეტი შემდეგ სამიზნე ჯგუფებში:
- ახალგაზრდობის წარმომადგენლები (18-29 ასაკობრივი ჯგუფი);
- საჯარო სკოლების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);
- რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);