Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - კონრად ადენაუერის ფონდი
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
კონრად ადენაუერის ფონდი
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივობების რუკის ძირითადი ინდიკატორების საბაზისო კვლევა, 2015

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივობების რუკის ძირითადი ინდიკატორების საბაზისო კვლევა, 2015

15 იან 2016

კვლევის ძირითადი მიზანს წარმოადგენდა:

  • საქართველოში არსებული სსო–ების შეფასება იმ ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც შედის ე.წ. „სსო–ების საქმიანობის საგზაო რუკის“(2014 – 2017 წწ.) პანელში;
  • თავად ამ ინდიკატორების მოდიფიკაცია, რათა ისინი გახდეს უფრო მოქნილი და გაზომვადი.

კვლევა განხორციელდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით.

თვისებრივი კვლევა

თვისებრივი კვლევა განორციელდა ისეთი მეთდების გამოყენებით, როგორიცაა: დოკუმენტების ანალიზი (Desk Research), ჯგუფური ინტერვიუები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

დოკუმენტების ანალიზის მეთოდი გულისხმობს მეორადი მონაცემების მოძიებას და მის სტრუქტურულ და შინაარსობრივ ანალიზს. მეორადი მასალები მოიცავდა: კვლევების ანალიტიკურ ანგარიშებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციებს, ინტერნეტში ხელმისაწვომ მასალებს და ა.შ.

განსაკუთრებით ნაყოფიერად იქნა გამოყენებული 2014 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევა – Mapping studies of CSOs in Georgia.

ფოკუს ჯგუფების  და ჩაღრმავებული ინტერვიუების მიზანს წარმოადგენდა  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს ექსპერტული შეფასება სწორედ „საგზაო რუკის“ შემადგებელი ინდიკატორების მიხედვით.

ჯგუფური დისკუსიის და ჩაღრმავებული ინტერვიუს გაიდლაინი შედგებოდა დაახლოებით 15-20 ღია შეკითხვისგან,, რომლებიც მოდერატორის/ამალიტიკოსის მიერ გამოიყენებოდა დისკუსიის და ჩაღრმავებული ინტერვიუს მსვლეობისას.

სულ ჩატარდა 10 ჯგუფური დისკუსია, მათგან 4 თბილისში, ხოლო დანარჩენი 6 საქართველოს 3 რეგიონში: შიდა ქართლში (გორი), სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე) და იმერეთში (ქუთაისი). დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (რეგიონებში - მუნიციპალიტეტები), რომელთაც შეხება ჰქოდათ სსო-ებთან, ასევე თავად სსო-ების წარმომადგენლები.

ჯგუფური დისკუსიის ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 1.5 საათს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა იყო 7-10 მონაწილე.

ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის  (ICCN) მიერ მოწოდებული სსო–თა მონაცემთა ბაზიდან.

ჯგუფური დისკუსიების ჩაწერა მოხდა ვიდეო და აუდიო ფორმატით. ამის შემდგომ განხორციელდა პირველადი მასალის დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით (დაჯგუფება, ტიპოლოგიზაცია, თეორეტიზირება.

სულ ჩატარდა 10 ჯგუფური დისკუსია, მათგან 4 თბილისში, ხოლო დანარჩენი 6 საქართველოს 3 რეგიონში: შიდა ქართლში (გორი), სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე) და იმერეთში (ქუთაისი). დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (რეგიონებში - მუნიციპალიტეტები), რომელთაც შეხება ჰქოდათ სსო-ებთან, ასევე თავად სსო-ების წარმომადგენლები.

ჯგუფური დისკუსიის ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 1.5 საათს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა იყო 7-10 მონაწილე.

ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის  (ICCN) მიერ მოწოდებული სსო–თა მონაცემთა ბაზიდან.

ჯგუფური დისკუსიების ჩაწერა მოხდა ვიდეო და აუდიო ფორმატით. ამის შემდგომ განხორციელდა პირველადი მასალის დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით (დაჯგუფება, ტიპოლოგიზაცია, თეორეტიზირება.

პროექტის ფარგლებში სულ ჩატარდა 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ (პირისპირ ინტერვიუს მეთოდი); ჩაღრმავებული ინერვიუ განხორციელდა ჯგუფური დისკუსიების შედეგების გამდიდრების მიზნით. შესაბამისად, ინტერვიუები ჩატარდა ჯგუფური დისკუსიების პარალელურად.

ჩაღრმავებული ინტერვიუების რესპონდენტებს წარმოადგენდნენ პოლიტიკის შემუშავებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ.

ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო დაახლ. 45 წუთთ. ყველა მათგანი ჩატარდა ქ. თბილისში.

ინტერვიუების ჩაწერა განხორციელდა აუდიო ფორმატში. მოხდა მისი ტრანსკრიპცია, დამუშავება და ანალიზის თვისებრივ ნაწილში ჩართვა.

რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევა დაეფუძნა სტრუქტურირებულ ინტერვიუებს სამოქალაქო სექტორის ძირითადი აქტორების წარმომადგენლებთან (ძირითადად ის სსო-ები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე სხვადასხვა სფეროში).

კვლევის სამიზნე ჯგუფი: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში;

შერჩევის ზომა: 197 დასრულებული ინტერვიუ (შერჩევის ცდომილება 5% - 90%-იანი საიმედოობისთვის)

შერჩევის ჩარჩო: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა. მონაცემთა ბაზის მოწოდება უზრუნველყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრმა (ICCN). ბაზის ფორმირება მოხდა, ასევე, სხვადასხვა წყაროების საშუალებით, მაგ: საქართველოში პოლიტიკის შემუშავებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, საქართველოს საჯარო რეესტრი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

შერჩევის დიზაინი: მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა.

კვლევის ინსტრუმენტი (კითხვარი) შედგებოდა დახურული, ნახევრად დახურული და ღია შეკითხვებისაგან. კითხვარი აიგო „საგზაო რუკის“ შემადგებელი და თვისებრივი კვლევის შედეგად დაზუსტებული ინდიკატორებისსაფუძველზე.

პილოტაჟი: კითხვარის შემუშავების შემდგომ მოხდა მისი პრეტესტირება (6 კითხვარი), რომლის საფუძველზე განხორცილედა საბოლოო ცვლილებები კითხვარში.

ინტერვიუერთა ტრენინგი: კითხვარის ადაპტაციის დასრულების შემდგომ განორციელდა ინტერვიუერთა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა საკვლევი სფეროსა და კითხვარის სპეციფიკას, შერჩევის დიზაინს და ა.შ.

ინტერვიუერთა რაოდენობა: 9 ინტერვიუერი.

საველე სამუშაოები გრძელდებოდა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ინტერვიუერებს სუპერვიზირებას უწევდა სოციალური კვლვეისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ველის კოორდინატორი. თითოეულ ინტერვიუერს ევალებოდა დაახლოებით 20 ინტერვიუს ჩატარება.

საველე სამუშაოების დასრულებისთანავე განხორციელდა საველე სამუშაოების კონტროლი. კონტოლს დაექვემდებარა დასრულებულ ინტერვიუთა 10% (19 ინტერვიუ). ველის კონტროლი განხორციელდა ჯგუფის მიერ, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი ტრენინგი. საველე სამუშაოების კონტროლის ხანგრძლივობა იყო 5 დღე.

მონაცემების დამუშავება და ანალიზი: გამოკითხვის მონაცემები დამუშავდა სოციალურ კვლევათა სტატისტიკური პროგრამის SPSS ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტატისტიკურ მონაცემებს ცხრილებისა და დიაგრამების სახით. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი განხორციელდა უნივარიაციული (სიხშირული განაწილებები, ცენტრალური ტენდენციის მაჩვენებლები) და ბივარიაციული (კროსტაბულაცია, კორელაცია) ანალიზის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.რაოდენობრივი კვლევის ბოლო ეტაპზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ანალიტიკოსების მიერ შემუშავდა საბოლოო ანალიტიკური ანგარიში, რომელმაც, რაოდენობრივი მონაცემების გარდა, მოიცვა, აგრეთვე, თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებები.